"Coming Out" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს
05 12 2013
20 ნოემბერი, 2013 წელი “Coming Out” შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს ლგბტ ორგანიზაციამ „Coming Out” პირველი სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლგბტ ადამიანების შეკრების თავისუფლების შელახვის და დისკრიმინაციის შესახებ. სარჩელი შეეხება სანკტ-პეტერბურგის მთავრობის მიერ უარს დემონსტრაციის გამართვაზე, რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ კანონის წინააღმდეგ იგეგმებოდა 2012 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში "Coming Out"-ის მიერ. პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს მიხედვით, დემონსტრაცია „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ კანონის დარღვევა იქნებოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ „ორგანიზატორების მცდელობა […] გაევრცელებინათ ბროშურები და ვიზუალური პროპაგანდის სხვა საშუალებები ახალგაზრდა მაყურებელთა თეატრთან, მოეწოდებინათ გეების, ლესბოსელებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობისადმი და მოეხდინათ ერთი სქესის წყვილების მიერ ბავშვების აღზრდის პროპაგანდა, არ უნდა იყოს მიზანშეწონილი, იმ პოტენციური საფრთხის გამო, რომელსაც დემონსტრაცია წარმოადგენს ბავშვთა მორალური და სულიერი განვითარებისთვის. […] უარი არ წარმოადგენს განმცხადებლის უფლებების დარღვევას ვინაიდან ის რეალურად იმ ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს, რომელსაც შეუძლია ტრადიციული და არა-ტრადიციული ურთიერთობების სოციალური თანასწორობის შესახებ დამახინჯებული გაგების ჩამოყალიბება იმ ადამიანებს შორის, რომლებთაც მათი ასაკის გამო მსგავსი ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარი არ აქვთ.“ ბოლო წინადადება გვხვდება პეტერბურგის „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ კანონში „პროპაგანდის“ განმარტებაში. „იმედი გვქონდა, რომ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკანასკნელი იმედი აღმოჩნდა“ - ამბობს ქსენია კირიჩენკო, „Coming Out”-ის იურისტი. „სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლება, რომელიც გარანტირებულია რუსეთის კონსტიტუციისა და საერთაშორისო შეთანხმებებით, თითქმის არასდროს მოქმედებს ლგბტ უფლებების მხარდამჭერი აქტივობების დროს. გვეუბნებიან, რომ მსგავსი დემონსტრაციები ბავშვთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროპულ სასამართლოს მივმართავთ აღიარონ ევროპული კონვენციის დარღვევა და დააკისრონ რუსეთს ზომების მიღება, მათ შორის ეგრეთწოდებული „არასწრულწოვანთა შორის ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის გაუქმება და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია.“ წყარო: ლგბტ ორგანიზაცია "Сoming Out", სანკტ-პეტერბურგი


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი