გაერომ ადამიანის უფლებათა დამცველი ქალებისთვის ახალი რეზოლუცია მიიღო
30 11 2013
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე უპრეცედენტო რეზოლუცია იქნა მიღებული ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტ ქალთა დაცვის შესახებ. ამ ფაქტს ორგანიზაცია Amnesty International, ქალთა უფლებებისა და განვითარების ასოციაცია (AWID) და  JASS გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ზემოხსენებული რეზოლუცია წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ადამიანების დასაცავად, ვინც ადამიანის და ქალთა უფლებების წინ წამოწევის გამო ყოველდღიურად აწყდება სერიოზულ რისკებსა და თავდასხმებს.

დასანანია, რომ უკანასკნელ მომენტში მიღწეულ იქნა კონსენსუსი, რომლის შედეგადაც რეზოლუციიდან გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პარაგრაფი ამოიღეს. ეს პარაგრაფი მოუწოდებდა სახელმწიფოებს დაეგმოთ ქალთა და ადამიანის უფლებათა დამცველ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი ფორმა და შეეკავებინათ თავი იმ წეს-ჩვეულებების, ტრადიციების ან რელიგიური წარმოდგენების მოშველიებისგან, რომლებიც საშუალებას მისცემდათ თავიდან აერიდებინათ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პასუხისმგებლობა. „რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს შემოიღონ გენდერულად სპეციფიკური კანონები და პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დამცველები ქალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ასევე უზრუნველყონ თავად ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობა ამ კანონმდებლობის შექმნასა და იმპლემენტაციაში“, განაცხადა ნიკოლ ბიერლერმა Amnesty International-დან, და დასძინა: „მსგავსი ზომების შემოღება და იმპლემენტაცია სახელმწიფოების მიერ იქნება საკვანძო მნიშვნელობის იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა ქალებმა გააგრძელონ თავიანთი მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური საქმიანობის წარმოება.“

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს დაიცვან ადამიანის უფლებათა დამცველი ქალები ანგარიშსწორებისგან გაეროსთან თანამშრომლობის გამო და უზრუნველყონ მათთვის შეუფერხებელი მისაწვდომობა და კომუნიკაცია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა უწყებებსა და მექანიზმებთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის საწყის ვერსიაში აღიარებული იყო რისკები, რომლებსაც სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის და ასევე სექსუალობის საკითხებზე მომუშავე აქტივისტები აწყდებიან. ტექსტის ეს ნაწილი ამოღებულ იქნა აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოსა და ვატიკანის წინააღმდეგობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებულმა მძიმე მოლაპარაკებებმა სათავე დაუდო სამოქალაქო მხარდაჭერის ტალღას მსოფლიოს გარშემო. სამოცდაათზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და ადამიანის უფლებათა ქსელმა აფრიკაში ღია წერილით მიმართ სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მოუწოდა ტექსტისათვის მხარი დაეჭირათ. ამასთან ერთად, ცალკეულმა პიროვნებებმა, მათ შორის ნობელის ლაურეატებმა, მოუწოდეს სახელმწიფოებს მსოფლიოს მასშტაბით მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის.

„სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებამ ყველა რეგიონში დაამტკიცა იმ უფლებადარღვევების სერიოზულობა, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ქალები აწყდებიან მსოფლიოს მასშტაბით და საჭიროება იმისა, რომ სახელმწიფოებმა ეფექტურ ზომებს უნდა მიმართონ მათი სამუშაოს მხარდასაჭერად,“ განაცხადა AWID-ის წარმომადგენელმა, მარისა ვიანამ.

წყარო



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია