ფოტო: Stavrogyna
WOW! საქართველო სექსუალური შევიწროების მიმართულებით მსოფლიოს ულამაზეს ქვეყნებს შორის მოხვდა
26 09 2018

საქართველო, 2018 წელი - საკლუბო სცენის რენესანსის ფეხდაფეხ, საქართველოში სხვა, საერთაშორისო მასშტაბით არანაკლებ საყურადღებო სეგმენტების აღორძინებაც დაწყებულია. ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ამჯერად სექსუალური შევიწროების მიმართულებით.

როგორც ევროპის უდიდესი გამოცემა, Harasser Advisor წერს, 2018 წლის საშემოდგომო ტრენდებიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩასვლა და ადგილობრივი (და არა მხოლოდ!) ქალების დაწიოკებაცაა. "ეს პატარა ქვეყანა მდიდარია ღვინით, ისტორიით, უგემრიელესი კერძებით, შესავიწროებელი ქალებით და ადგილობრივი კანონმდებლობისა და მოსახლეობის არაჩვეულებრივი, ლოიალური დამოკიდებულებით, განსაკუთრებით თეთრკანიანი უცხოელების მიმართ! ამ ყველაფრის ერთობლიობა უსაფრთხო შევიწროებისთვის ასე შესაფერის, საამურ კლიმატს ქმნის", წერს ჟურნალისტი და სტაჟიანი ჰარასერი სილვიო რამოსი. "მე ამ კუთხით უამრავ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ვყოფილვარ - ამერიკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, თუმცა საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. როცა საქართველოს ვახსენებ, ბევრ გამოუცდელ ჰარასერს ჰგონია, რომ საუბარი ამერიკის შტატ ჯორჯიაზე მაქვს. შევიწროებისთვის ცუდი პირობები არც ჯორჯიას შტატშია, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ აუთვისებელი, ხელუხლებელი, შეუვიწროებელი ქვეყანაა. აქ ჯერ კიდევ შესაძლებლობების სუნი ტრიალებს. შევიწროების ნამდვილ გურმანებს მოვუწოდებ, იჩქარონ, რომ სხვისი შევიწროებული ქალები არ შეხვდეთ, ამ პატარა, საცოდავი, უმანკო ქვეყნის პოპულაცია ხომ მხოლოდ 3 მილიონამდეა", დასძენს რამოსი.

საქართველოს ტურიზმის და უცხოელებისთვის ჭუკლი-პუკლის გაკეთების სამინისტრო ყურადღებას ამ მიმართულების ფინანსურ პოტენციალზე ამახვილებს. მინისტრი ამბობს, რომ ასეთი ინიციატივები მისასალმებელია, თუმცა მხოლდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ჰარასერების ნაკადი ქართველ კაცებს ადგილობრივ, შიდა ჰარასმენტში არ შეუშლის ხელს. "რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ხდება ტურისტული ნაკადების ჩამოდინება ჰარასმენტის განსახორციელებლად. ქართველებს ამ მიმართულებით უდიდესი, საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. ათასწლეულების მანძილზე, აქ უამრავი აღმსარებლობის და წარმომავლობის ხალხი თანაცხოვრობდა და ერთ მუშტად იკვრებოდა ქალბატონების ჰარმონიულად შესავიწროებლად. მიხარია, რომ ჩვენი ძირძველი, მამა-პაპათაგან თაობიდან თაობაზე გადმოსული ეს ულამაზესი ტრადიცია ასეთი სახით ჰპოვებს განვითარებას და მალე ყველა ქართველ კაცს ჰარასმენტისაგან შემოსული ფულის დიდი ბღუჯა ედება უბეში, რაც მე ძალიან გამახარებს, ჰოდა მოდი, ამ ჭიქით, აი, მაგ ბღუჯას გაუმარჯოს!" - გვითხრა ტურიზმის და უცხოელებისთვის ჭუკლი-პუკლის გაკეთების მინისტრმა და ბოლოკს უკბიჩა.

როგორც სამინისტროში გვითხრეს, ჰარასმენტის დარგის განვითარებისთვის ასევე დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჰარასერებს ადგილობრივ ჰარასერებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. ამს გარდა, ყოველწლიური ენტრიფიკაციის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა და კითხვა-პასუხი მსოფლიოში განთქმულ სხვადასხვა ჰარასერთან. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცნობილ ამერიკელ ანანისტ ლუი სიქეისთან, რომელმაც შესაძლოა ქართველი მაყურებლისათვის ჭუჭუს წვალების რამდენიმე მასტერკლასი გამართოს.

ჩამომსვლელების პოტენციურ ნაკადებთან გასამკლავებლად, ტურისტულმა სააგენტოებმა უკვე დაიწყეს ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა. "ჩვენ გვინდა ჩამოსულ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და საქართველოში შევიწროვების საუკეთესო ადგილების რუკა შევადგინოთ. თბილისის მასშტაბით ჩვენ უკვე დავიწყეთ საყურადღებო ადგილების - ბარების, ავტობუსების, პარკების, ჩაბნელებული ქუჩების, ჩიხების, სადარბაზოების, გაჩერებების და სხვა მსგავსი სპეციფიკის ადგილების ათვისება.

მალე დავიწყებთ ტურებს ქართლ-კახეთის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. ასევე, მოგვიანებით დაგვემატება ექსტრემალური შევიწროების მარშრუტები მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით - სვანეთი, რაჭა და ა.შ. სეზონურად, ტურისტებს ექნებათ ზღვისპირა ქალაქებში, სუბტროპიკულ ჰავაში შევიწროების საშუალებაც," აცხადებს ტურისტული სააგენტო "ქართულია და ძვირიას" წარმომადგენელი, ბიჭი ქართველიშვილი. "ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თითოეული ჩვენგანის ერთობლივი, დაუღალავი შრომით მსოფლიო ჰარასმენტის რუკაზე საქართველოს დატანა გახდება შესაძლებელი."

ამ ახალი ტურისტული მიმართულების ხელშესაწყობად უკვე დაფაცურდა ფინანსური სექტორიც. ჯიბისი ბანკის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ ბანკი სპეციალურად ამ სეგმენტისთვის ახალი, დაბალპროცენტიანი ჰარასესხის შექმნას აპირებს.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ქვეყანაში ჰარასმენტის სეგმენტის ასეთ განვითარებაზე და მათი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის იმიჯისთვის. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ "მთავარია რუსეთს ვაჯობოთ."



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა