ეგვიპტელი ქალები ბარბაროსული კანონის წინააღმდეგ
03 05 2012

ეგვიპტეს ქალთა ეროვნულის საბჭოს ხელმძღვანელმა დოქტორ მერვატ ალ-ტალავიმ ისლამისტური უმრავლესობისაგან შემდგარ პარლამენტს მოუწოდა არ დაამტკიცოს ორი სკანდალური კანონპროექტი, რომელთა მიხედვითაც ქორწინების ასაკი გოგონებისათვის 14 წლამდე დაიწევს, ხოლო ქმარს ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში სქესობრივი კავშირის დამყარების უფლება ექნება.

გარდაცვლილ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის უფლების ირგვლივ მითქმა-მოთქმა 2011 წლის მაისში ატყდა, როდესაც მაროკოელმა სასულიერო პირმა, ზამზამი აბდულ ბარიმ განაცხადა, რომ ქორწინება სიკვდილის შემდეგაც ძალაში რჩება. აბდულ ბარიმ დასძინა, რომ ქალსაც იგივე უფლება აქვს, გარდაცვლილ მეუღლესთან სექსუალური კავშირი დაამყაროს, როგორც კაცს.

ისლამისტური უმრავლესობით დაკომპლექტებული ახალი პარლამენტის ბევრ წევრს ადანაშაულებენ ეგვიპტეში ქალთა უფლებებზე თავდასხმების წარმოებაში.

პარლამენტი ცდილობს გააუქმოს თითქმის ყველა კანონი, რომელიც ეგვიპტეში ქალთა უფლებებს იცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”ხულა” - განქორწინების კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალს, ქორწინება გაწყვიტოს პარტნიორისაგან ხელის შეშლის გარეშე.

ეგვიპტური კანონის მიხედვით კაცს უფლება აქვს თავუსუფლად გაწყვიტოს ქორწინება, მაგრამ ქალს ასევე აქვს განქორწინების უფლება იმ შემთხვევაში, თუკი ის უბედურად გრძნობს თავს და მასზე ძალადობენ. სანამ ეს კანონი იქნებოდა მიღებული (დაახლოებით 10 წლის წინ) ქალს 10-15 წელი ჭირდებოდა იმისათვის, რომ სასამართლოს განქორწინების უფლება მიეცა.

წყარო: http://english.alarabiya.net/articles/2012/04/25/210198.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა