ოჰაიოში ლგბტ უფლებების კანონპროექტი მიიღეს
18 09 2009

სამშაბათს, 15 სექტემბერს ოჰაიოს გენერალური ასამბლეის (შტატის საკანონმდებლო ორგანო) წარმომადგენელთა პალატამ მისი არსებობის მანძილზე პირველად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ლგბტ ადამიანების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ამის თაობაზე www.columbusdispatch.com იტყობინება.

კანონპროექტი, რომელიც ოთხჯერ გახლდათ წარდგენილი განსახილველად და მუდმივად ფერხდებოდა კომიტეტში, ქვედა პალატამ 56 ხმით მიიღო 38-ის წინააღმდეგ. ახლა მას უკვე შტატის სენატმა უნდა უყაროს კენჭი, სადაც სერიოზული წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.

რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებადი სენატის პრეზიდენტმა, ახლანდელმა რესპუბლიკელმა ბილ ჰარისმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მართალია, დოკუმენტი მოსმენას გაივლის, მაგრამ იგი ვერ ხედავს კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობას, და, რომ საკმარისი დაცვითი მექანიზმები ადგილზე უკვე არსებობს.

ჰარისმა აღნიშნა: “სხვა ადამიანები (დისკრიმინაციის შესახებ) მტკიცებულებას და ინფორმაციას იღებენ, ხოლო მე – ვერ. ყოველთვის ვესაუბრები საქმიან ადამიანებს და ისინი ამბობენ, რომ ეს არაა პრობლემა. თუკი მათ ექნებოდათ მსგავსი დაბრკოლება, მაშინ კანონის მიღებას მოინდომებდნენ.”

ლგბტ ანტიდისკრიმინაციული კანონები მოქმედებს ამერიკის 20 შტატში, “წარმატებული 500”-ის 443 კომპანიასა და ოჰაიოს 17 ქალაქში.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან