თუმცა, ეს არ არის ქრისტიანული ჰომოფობიის ან აღმოსავლეთ ევროპული ჰომოფობიის ტიპიური მაგალითი, რადგანაც ამ ეკლესიის ჰეტეროსექსუალმა წევრებმა ჰომოფობიის დასაგმობად დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ერთ-ერთი თეოლოგი, იაან ლაჰე პასტორ ნურკის ეკლესიიდან გაძევების გასაპროტესტებლად ლექტორის პოზიციიდანაც კი გადადგა.
ამჟამად ჰომოფობი ფუნდამენტალისტები ცდილობენ პროგრესულად მოაზროვნე ფლანგზე უპირატესობა მოიპოვონ და ეკლესიის შიგნით კონტროლი (მათ შორის კაპიტალზე) ჩაიგდონ ხელში. ისინი მოითხოვენ, რომ პასტორ ჰეინო ნურკსა და მის მხარდამჭერებს მომავალი სამღვდელოებისთვის სწავლება აეკრძალოთ. დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა იაან ლაჰემ, რომელიც დაქორწინებულია და შვილები ჰყავს, ჰუმანისტური ქრისტიანობის მანიფესტო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ”ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თვისად, და დააჯილდოვა იგი განსაკუთრებული ღირსებით” ამიტომ ”ჩვენ ვგმობთ სიძულვილის ენას, რომელიც ჩვენს ეკლესიაში ბიბლიის სახელით ვრცელდება.” ჰუმანისტური ქრისტიანობის ეს მანიფესტი გამოქვეყნდა, როგორც ონლაინ პეტიცია ინგლისურად, ესტონურად, ფინურად, გერმანულად და რუსულად. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ასევე ფრანგული და პოლონური ვერსიები.
პასტორ ნურკის მოწინააღმდეგებმა ესესაა შეადგინეს პარალელური მანიფესტი სახელწოდებით ”ტრადიციული ქრისტიანობა” და ამჟამად ორივე ფლანგი ხელმოწერების შეგროვებითაა დაკავებული. პასტორ ნურკის ირგვლივ აგორებული სკანდალი ესტონურ საზოგაეობაში და მის საზღვრებს გარეთ ცხარე დებატებს იწვევს.
კლერ ბი დიმიონმა, რომელიც პასტორ ჰეინო ნურკს ესტონეთში ბალტიის პრაიდთან დაკავშირებული ორი ვიზიტის დროს შეხვდა, განაცხადა: ” ტაშს ვუკრავ ამ დასაფასებელ ინიციატივას ლგბტ მეგობრული ქრისტიანების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ადამიანები გამოიყენებენ შესაძლებლობას ხელი მოაწერონ პეტიციას და მხარდაჭერა გამოხატონ. ბრძოლა, რომელიც ახლა ევანგელისტური ეკლესიის წიაღში მიმდინარეობს დიდ გავლენას მოახდენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე, ისევე, როგორც რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებზე, სადაც ”ორთოდოქსული” და ტრადიციული რელიგიური ინტერპრეტაციები ხშირად გამოიყენება ლგბტ ადამიანებისა და მათი მეგობრებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ეს არის დიდი მაგალითი სხვა ლგბტ მეგობრული ადამიანებისათვის ევროპაში, და მას შეუძლია დადებითი ბიძგი მისცეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლგბტ თემს.”
პასტორი ჰეინო ნურკი მოვლენებს მშვიდად შეხვდა და 2011 წლის ივნისში ტალინში გამართულ ბალტიურ პრაიდსაც დაესწრო. პრაიდზე იგი არიგებდა ბროშურებს ესტონელი გეი ახალგაზრდების შესახებ, რაც ასევე უკავშირებოდა ლგბტ სათემო ცენტრის, OMA Keskus-ის გახსნას. პასტორმა ნურკმა განაცხადა: ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ. როგორც ლგბტ ქრისტიანები, ჩვენ ეკლესიის ნაწილს შევადგენთ და მასზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. არ არსებობს უკეთესი მაგალითი სუსტთა და ჩაგრულთა მხარდაჭერისა და დაცვისა, ვიდრე ქრისტეს ცხოვრება. როგორც მანიფესტშია ნათქვამი - ეკლესიის კარი ყველა ადამიანისათვისაა ღია... ჩვენი სიძლიერე ჩვენს სულიერ და რელიგიურ განსხვავებულობაშია.
პეტიცია ინგლიდურად: http://www.petitsioon.com/the_manifest_of_humanist_christianity
პეტიცია რუსულად: http://www.petitsioon.com/humanist_christianity_russian
წყარო:http://www.pridesolidarity.eu/2011/10/01/estonian-christians-take-stand-against-homophobia/
მოამზადა: კლერ ბ. დიმიონმა PRIDE Solidarity www.pridesolidarity.eu