იაპონელი ქალთა უფლებების გმირი ბეატე გორდონი, გარდაიცვალა
04 01 2013

ბეატე სიროტა გორდონი, რუსი ებრაელების შვილი, რომელმაც 22 წლის ასაკში თითქმის მარტომ დაწერა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი სექცია თანამედროვე იაპონიის კონსტიტუციისთვის და ამის შესახებ ათწლეულების მანძილზე ჩუმად იყო, კვირას მანჰეტანზე საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ის 89 წლის გახლდათ. სამოქალაქო პირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გენერალ დუგლას მაკარტურის ოკუპაციურ რაზმთან თარჯიმნად მუშაობდა, მისის გორდონი უკანასკნელი ცოცხალი წევრი იყო ამერიკული გუნდისა, რომელმაც ომის შემდგომი იაპონიის პირველი კონსტიტუცია შეადგინა. ბეატეს მიერ გაწეული სამუშაო – კონსტიტუციის ისეთი სექციის შედგენა, რომელიც ქალებს ლეგალური უფლებების მთელს წყებას ანიჭებს ქორწინების განქორწინების, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებათა სახით, რომელთა გარეშეც ქალები დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ფეოდალურ იაპონიაში – დღემდე გავლენას ახდენს ქალთა სტატუსზე ამ ქვეყანაში. ლეო სიროტასა და ავგუსტინე ჰორენშტაინის ქალიშვილი ბეატე 1923 წელს ვენაში დაიბადა. როდესაც მას ხუთი წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მამამისს ტოკიოს მუსიკის იმპერიულ აკადემიაში ლექტორის პოზიცია შესთავაზეს. ბატონმა სიროტამ იაპონიაში მალე დაიმკვიდრა თავი და ოჯახმა ტოკიოში ათ წელზე მეტი დაჰყო. ბეატემ განათლება ტოკიოს გერმანულ სკოლაში მიიღო, თუმცა 30–იანი წლებიდან მოყოლებული ეს სკოლა მისი მშობლების აზრით მეტისმეტად დაიტვირთა ნაცისტური იდეოლოგიით და ტოკიოს ამერიკულ სკოლაში გადაიყვანეს. 1939 წელს, თითქმის 16 წლის ასაკში მან ოკლენდის მილსის კოლეჯში ჩააბარა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მშობლები კი იაპონიაში დარჩნენ. 1941 წლის დეკემბერში, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ იაპონიასთან კონტაქტი სრულებით გაწყდა და ბეატე არა მხოლოდ ფულადი სახსრების გარეშე დარჩა, არამედ მისთვის სრულებით უცნობი იყო მშობლების ბედი. ამიტომ მან თავისი ლინგვისტური უნარების გამოყენება დაიწყო – ბეატე სრულყოფილად ფლობდა ინგლისურს, იაპონურს, გერმანულს, ფრანგულს, ესპანურსა და რუსულს. მილსის კოლეჯიდან მან უფლება მოიპოვა გამოცდები ლექციებზე დაუსწრებლად ჩაებარებინა და დაიწყო აშშ მთავრობაში სადაზვერვო პოზიციაზე მუშაობა, სადაც ის ტოკიოდან რადიო გადმოცემების მონიტორინგს ახორციელებდა. ამერიკელი სამოქალაქო პირებისთვის იაპონიაში მგზავრობა იმ დროისთვის შეუძლებელი იყო. ბეატე უოშინგტონში გაემგზავრა, სადაც მან მიიღო სამსახური, როგორც გენერალ მაკარტურის დაქვემდებარებაში მყოფმა თარჯიმანმა, რის შედეგადაც 1945 წელს შობისთვის ის ტოკიოში აღოჩნდა. მშობლების ძველი სახლის ადგილზე მას მხოლოდ ნანგრევები დახვდა. ბეატემ მოგვიანებით იპოვა მშობლები, რომლებიც სოფლად იყვნენ გადახვეწილები და შიმშილისგან დასუსტებულები. ბეატემ ისინი ტოკიოში წამოიყვანა, სადაც მათზე ზრუნვას გენერალ მაკარტურთან მუშაობას უთავსებდა. მაკარტურის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ომის შემდგომი იაპონიისთვის კონსტიტუციის ნიმუშის შექმნა, ეს გასაიდუმლოებული დავალება 1946 წელს დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო შვიდ დღეში. როგორც ერთადერთ ქალს, რომელიც საკონსტიტუციო კომიტეტში შედიოდა 24 მამაკაცთან ერთად, ახალგაზრდა ბეატე სიროტას დაევალა კონსტიტუციის ის სექცია შეედგინა, რომელიც ქალთა უფლებებს ეხებოდა. სიროტას ნანახი ჰქონდა იაპონელი ქალების ცხოვრება იმ ათი წლის განმავლობაში, რომელიც მან იაპონიაში დაჰყო და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით იწვოდა. იაპონელ ქალებს ისტორიულად პირუტყვივით ექცეოდნენ; ისინი საკუთრებად აღიქმებოდნენ, რომელთა ყიდვა–გაყიდვა შეიძლებოდა. როგორც ქალბატონმა გორდანმა გაზეთ The Dallas Morning News განუცხადა 1999 წელს „ქალებს იქ არავითარი უფლებები არ გააჩნდათ.“ ახალი კონსტიტუცია 1947 წელს იქნა მიღებული და მომავალ წელს ბეატე სიროტა ცოლად გაყვა ჯოზეფ გორდონს, რომელიც მთავარი მთარგმნელი იყო იაპონიაში განლაგებულ ამერიკის სამხედრო სააგენტოში. ათწლეულების მანძილზე მისის გორდონი სდუმდა მისი როლის შესახებ ომის შემდგომ იაპონიაში, თავიდან იმიტომ, რომ მისი სამუშაო გასაიდუმლოებული იყო, შემდგომში კი იმიტომ, რომ მას არ სურდა, რომ მისი ახალგაზრდა ასაკი და ეროვნება გაკიცხვის საბაბი გამხდარიყო იაპონელი კონსერვატორებისთვის რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე სურდათ ახალი კონსტიტუციის გადახედვა. თუმცა 1980–იან წლებში მან უკვე ღიად დაიწყო საუბარი. 1995 წელს ჯერ იაპონურად, ხოლო შემდეგ ინგლისურად გამოიცა მისი მემუარი „ერთადერთი ქალი ოთახში“, რამაც ის იაპონიაში ცნობად სახედ აქცია. ის ლექციებს ატარებდა, ჩნდებოდა ტელევიზიაში და ასევე გახდა დადგმისა და დოკუმენტური ფილმის „საჩუქარი ბეატესგან“ გმირი. მისის გორდონს 1998 წელს მიენიჭა წმინდა საგანძურის ორდენი, რაც იაპონიის მთავრობის მიერ გაცემული უმაღლესი ღირსების ორდენია. თუმცა ყველაზე დიდი დაფასება მას თავად იაპონელი ქალებისგან ხვდა წილად. 1999 წელს ABC News–თან საუბრისას ბეატემ განაცხადა, რომ იაპონელ ქალებს ყოველთვის სურთ მასთან სურათის გადაღება და ხელის ჩამორთმევა და ყოველთვის ღიად გამოხატავენ მის მიმართ მადლიერებას. წყარო: http://www.nytimes.com/2013/01/02/world/asia/beate-gordon-feminist-heroine-in-japan-dies-at-89.html?pagewanted=all&_r=0


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან