აშშ ყირგიზეთში წარდგენილ „გეი პროპაგანდის“ ამკრძალველ კანონპროექტს გმობს
14 10 2014
ამერიკის საელჩომ ყირგიზეთში, ყირგიზეთის პარლამენტში წარდგენილი „გეი პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტის შესახებ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრეს-რელიზი გაავრცელა. როიტერსის მიხედვით, წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება იმ ადამიანთა დაჯარიმება და ერთ წლამდე დაპატიმრება, ვინც „არასრულწოვნებსა და მასმედიაში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის მცდელობაში“ იქნება შემჩნეული. პრეს-რელიზში აშშ შეშფოთებას გამოხატავს კანონთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მოცემული კანონი „ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, ყირგიზეთის დემოკრატიულ მიღწევებსა და კონსტიტუციით მიღებულ გარანტიებს.“ ამასთან ერთად, საელჩოს განცხადება მოუწოდებს „პარლამენტის წევრებსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს, დადგნენ სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების მხარეს, მხარი დაუჭირონ პროგრესსა და თანაგრძნობას, დაუპირისპირდნენ კანონს, რომელიც იდენტობის გამოხატვის კრიმინალიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას მოახდენს.“ წარდგენილმა კანონპროექტმა ყირგიზეთის პარლამენტში ერთი მოსმენა უკვე გაიარა, თუმცა დაკანონებამდე მან უნდა გაიაროს სამი მოსმენა და ხელმოწერილ უნდა იქნას პრეზიდენტის მიერ. წარდგენილი „გეი პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტი მსგავსია კანონისა, რომელიც რუსეთში 2013 წელს შევიდა ძალაში. სექტემბერში, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონი რომელიც კრძალავს „არა-ტრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს“ არ არის რუსეთის კონსტიტუციის დარღვევა. რუსეთისა და ყირგიზეთის ანტი-ჰომოსექსუალური კანონმდებლობებისგან განსხვავებით, გასულ კვირას ესტონეთის პარლამენტმა, რიიგიკოგუმ, მიიღო კანონი, რომელიც ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი აღიარების შესაძლებლობას იძლევა, რამაც ესტონეთი პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა გახადა, რომელმაც ერთსა და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობა იურიდიულ დონეზე აღიარა. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი