ანტი-გეი კანონპროექტი უგანდაში
14 05 2011

უგანდის პარლამენტმა დებატების გარეშე გადაავადა კანონპროექტი, რომელმაც სკანდალური გამოხმაურება ჰპოვა და რომელიც ჰომოსექსუალური ქცევისათვის სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. ამავე დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტთან დაკავშირებული კენჭისყრა შეიძლება პარასკევს შესდგეს.

ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონპროექტი, მთავრობას პირველად 2009 წელს წარუდგინეს და შეიძლება იგი მოგვიანებით ხელახლა შეიტანონ პარლამენტში.

უგანდა ღრმად კონსერვატიული საზოგადოებაა და ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალობას ანტი აფრიკულ და ანტი ქრისტიანულ მოვლენად მიიჩნევს.

უგანდაში ჰომოსექსუალური ქცევა უკვე კრიმინალიზებულია, თუმცა ზემოხსენებულმა კანონპროექტმა შეიძლება დაამძიმოს სასჯელი და თავისუფლების აღკვეთის ვადა განუსაზღვრელად გაზარდოს.

ის ადამიანები, რომელთაც ”დამამძიმებელი ჰომოსექსუალობის” ბრალი წაეყენებათ, სასიკვდილო განაჩენის წინაშე დადგებიან. ”დამამძიმებელი ჰომოსექსუალობა” განისაზღვრება ჰომოსექსუალურ აქტად, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც არასრულწლოვანი, აივ/შიდსით ინფიცირებული, შეზღუდული შესაძლებლობების პირი ან რეციდივისტია.

კანონპროექტის თანახმად, ადამიანი, რომელიც არ დაასმენს ნაცნობ ჰომოსექსუალ პირს პოლიციაში, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

2011 წლის იანვარში მოკლეს დავიდ კატო, აქტივისტი, რომელიც უძღვებოდა კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა გაზეთმა მისი ორიენტაცია საჯაროდ გაამხილა. პოლიციამ უარყო ის ფაქტი, რომ მკვლელობა სიძულვილით იყო მოტივირებული. მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე უგანდურმა გაზეთმა Rolling Stone გამოაქვეყნა რამდენიმე გეი ადამიანის სურათი, რომელსაც სათაურად წაუმძღვარა ფრაზა – ”ჩამოახრჩვეთ ისინი”.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/world-africa-13392723



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი