ტაჯიკ ქალებს ჰიჯაბის ტარებას უკრძალავენ
22 09 2010
ადგილობრივი ისლამური რენესარსის პარტიის ლიდერმა მოჰამადშარიფ ნაბიევმა განაცხადა, რომ ტაჯიკი ქალების ჩაგვრა რეგიონში პრეზიდენტ ემამალი რამონის ვიზიტის შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ, ნაბიევის თქმით, ზოგიერთმა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა სცადა ქალებისთვის ისლამური ტანისამოსის ტარება აეკრძალა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივ ბაზარში.
მან ასევე განაცხადა, რომ 23 აგვისტოს, სამხრეთ კულობში მოსახლეობასთან შეხვედრისას რამონმა მოუწოდა მშობლებს მათი შვილები საზღვარგარეთ მდებარე ისლამური სკოლებიდან (მადრესე) დაებრუნებინათ, ხოლო ქალებს ურჩია ტაჯიკური ეროვნული კაბები ეტარებინათ.
ნაბიევი ამტკიცებს, რომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და პოლიციამ რაჰმონის კომენტარს ცუდი ინტერპრეტაცია გაუკეთა და ქალებზე ზეწოლის მოხდენა დაიწყო, რათა თავსაბურავები არ ეტარებინათ.
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია