ილგა ევროპა გმობს ბელგრადის პრაიდის გაუქმებას
30 09 2011

2011 წლის ბელგრადის პრაიდის მსვლელობა, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გააუქმა.

პრაიდის ორგანიზატორები დაჟინებით მოითხოვდნენ, მსვლელობის ჩატარებას მიუხედავად მემარჯვენე ჯგუფების მუქარებისა, რომლებიც პრაიდის პარალელურად აპირებდნენ საპროტესტო დემონსტრაციების გამართვას. ბელგრადის პრაიდმა დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ, ამავე დროს, ორგანიზატორებზე დიდი შიდა ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა საფრთხის მაღალი რისკის გამო მსვლელობის გაუქმება მომხდარიყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ დაგეგმილ პრაიდს პოლიცია აკრძალავდა, თუკი ამას ორგანიზატორები არ გააკეთებდნენ

ILGA-Europe წუხს სერბეთის მთავრობის ასეთი გადაწყვეტილების გამო და მას აუცილებლად გააცნობს ევროპული უწყებების რელევანტურ წარმომადგენლებს შემდგომი რეაგირებისთვის.

დასავლეთ ბალკანეთზე ადვოკატირებაზე პასუხისმგებელი პროგრამებისა და პოლიტიკის უფროსი ოფიცერი, ლილიტ პოგოსიანის განცხადებით, სერბეთის მთავრობა ვალდებულია დაიცვას ლგბტ თემის თავისუფალი თავშეყრისა და პოლიტიკური განცხადების უფლება. მისი თქმით, პრაიდის გაუქმება უსაფრთხოების საკითხების მომიზეზებით სერბეთის მთავრობის აშკარა წარუმატებლობაა და იმის ნიშანია, რომ სერბეთს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ისეთ ქვეყნამდე, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ საკუთარი ეროვნული იდენტობით, არამედ ადაიმიანის უფლებათა ისტორიითაც იამაყოს.

წყარო:http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/ban_belgrade_pride_2011



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან