ინდოეთი ლგბტ ტურისტებისათვის ცისარტყელა დროშას ააფრიალებს
26 11 2012

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოეთში ტურ ოპერატორები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი თემისთვის სულ უფრო აქტიურად მუშაობენ და ინდოეთს „ვარდისფერი“ ტურიზმის ქვეყნის სტატუსისკენ მიმავალ გზას უკვალავენ.

IBN Live-ის განცხადებით 2009 წელს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ინდოეთში ექსკლუზიურად გეი ტურისტებზე მომუშავე ოპერატორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„ლგბტ ტურისტებს იგივე სურთ, რაც სხვა მოგზაურებს: თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და მიღებულად,“ განაცხადა საერთაშორისო გეი და ლესბოსელი სამგზავრო ასოციაციის (IGLTA) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ტანზელამ.

„ვარდისფერი ტურის ოპერატორებს უკეთ შეუძლიათ გეი ტურისტების მოთხოვნები დააკმაყოფილონ, ვიდრე ჩვეულებრივ ტურ ოპერატორებს,“ აცხადებს Pink Escapes-ის დამფუძნებელმა ბჰუვან მეჰტამ.

ქალაქები, როგორიცაა უდაიპური, ჯაიპური, ჯაისალმერი, ხაჯურაჰო, და ვარანასი პოპულარულია ლგბტ ტურისტებს შორის ისევე, როგორც კერალა, მარარის სანაპირო, ბანგალორი და ჰიმალაის მთისწინეთი.

წყარო:http://www.etravelblackboardasia.com/article/87886/india-to-fly-the-rainbow-flag-for-lgbt-tourists



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა