ლათინოსები უფრო გეი მეგობრულები არიან, ვიდრე გვგონია
13 04 2012

La Raza–ს ეროვნულმა საბჭომ და საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Social Science Research Solutions–მა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ლათინოსები სულაც არ არიან ისეთი ჰომოფობები და შეუწყნარებლები ლგბტ ადამიანებისა და ერთსქესიანი ქორწინებისადმი, როგორც ყველას ჰგონია. ამასთან ერთად გამოიკვეთა, რომ მორწმუნე და ეკლესიური ლათინოსები, ნაკლებად შემწყნარებლები არიან ლგბტ ადამიანებისადმი – ისევე, როგორც ეს მთელს მოსახლეობაში ხდება. გასაკვირი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმიგრანტებში კულტურული ასიმილაცია დიდ როლს თამაშობს, ტოლერანტობის მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდება აშშ–ში გადმოსახლებულ პირველი თაობის ემიგრანტებსა და შტატებში დაბადებული ლათინოსებს შორის.

ამონარიდი ანგარიშიდან:

ლათინოსების 64% მხარს უჭერს სამოქალაქო პარტნიორობას; მთელი 83% მხარს უჭერს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, სამასხურეობრივი და ბინადრობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის ლეგალურ აკრძალვას, ისევე, როგორც ჯანდაცვისა და საპენსიო შეღავათებს გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის. ოთხიდან სამი (78%) მხარს უჭერს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის შესაძლებლობას.

სრულად ანგარიში შეგიძლიათ ჩამოწეროთ აქ :

წყარო:http://multiamerican.scpr.org/2012/04/report-latinos-are-more-lgbt-tolerant-than-we-think/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი