ებრაელი ქალები ეგვიპტელ ბლოგერს მხარს უჭერენ
20 11 2011

ათეულობით ებრაელმა ქალმა გაიხადა ტანსაცმელი 20 წლის ეგვიპტელი ბლოგერის მხარდასაჭერად, რომელმაც გასულ კვირას არაბულ სამყაროში ხმაური გამოიწვია, როცა ეგვიპტეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართ პროტესტის ნიშნად, საკუთარი შიშველი ფოტო გამოაქვეყნა.

ბლოგერის, ალიაა მაგდა ელმაჰდის ამ გონებამახვილი საქციელით შთაგონებულმა ორმოცმა ებრაელმა ქალმა მის მხარდასაჭერად ტანსაცმლის გარეშე ჯგუფური ფოტო გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ქმედებისთვის ეგვიპტელმა აქტივისტმა კრიტიკა და მუქარა დაიმსახურა.

ისრაელში გამართული აქციის ავტორი და ხელმძღვანელი 28 წლის ორ ტეპლერია, რომელიც Facebook-ზე გახსნილ გვერდზე მოუწოდებდა ქალებს არაძალადობრივი და კანონიერი გზით გამოეხატათ მხარდაჭერა იმ ქალისადმი, რომელიც „მათსავით ახალგაზრდა, ამბიციური, ოცნებებით სავსე, და როგორც ჩანს, კარგი იუმორის გრძნობის მქონეც არის.“

ასზე მეტმა ქალმა განაცხადა, რომ აქციას დაესწრებოდა. აქციაზე გადაღებულ ფოტოსურათში, მონაწილეებს ხელში შემდეგი პოსტერები ეკავათ: „სიყვარული საზღვრებს გარეშე“ და „ისრაელის დები ალიაა ელმაჰდის მხარს უჭერენ!“

ტეპლერის განცხადებით, აქციის იდეა მას იმ დღესვე გაუჩნდა, როცა ეგვიპტელი ბლოგერის ფოტო ინტერნეტში გავრცელდა. „მე არ მოველოდი იმ გამოხმაურებას, რომელიც მან მიიღო,“- ამბობს იგი, „ძალიან გავნერვიულდი და გავბრაზდი, როცა გავიგე, რომ პროტესტისთვის უამრავი შეურაცხყოფისა და მუქარის ადრესატად იქცა. მე ვთვლი, რომ როდესაც ლიბერალი, განათლებული ქალი კაიროში ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს და სახელმწიფოსგან მუქარას იღებს, მე მას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადო. რა თქმა უნდა, აქ ნაციონალისტური ასპექტიცაა და მე არ დავმალავ, რომ მემარცხენე მშვიდობის მაძიებელი გახლავართ. ვთვლი, რომ მთავრობები არ წარმოადგენენ განათლებულ ადამიანებს, რომელთც მშვიდობა სურთ.“

ტეპლერი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად იღებდა მონაწილეობას სოციალურ პროტესტში, შეეცადა ელმაჰდის დაკავშირებოდა, თუმცა ამაოდ.

წყარო: http://www.ynetnews.com/articles/0,7340,L-4150344,00.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა