Lady Gaga მალაიზიურ ცენზურაში ყვება
18 03 2011

Lady Gaga-ს სიმღერა ” Born This Way”, რომელიც მომღერალმა განსხვავებულობის დაცვის მიზნით დაწერა, თავისი ინკლუზიური თემების გამო მალაიზიაში ცენზურაში მოყვა. ქვეყნის მოწინავე რადიოოპერატორის AMP Radio Networks-ის განცხადებით სიმღერა შეიძლება მალაიზიაში მოქმედი გემოვნებისა და მორალის კანონთან კონფლიქტში აღმოჩნდეს.

ფრაზა, რომელშიც ლგბტ იდენტობის განმტკიცება ხდება და რომელმაც ასეთი ხმაური გამოიწვია, შემდეგნაირად ჟღერს: ”არ აქვს მნიშვნელობა გეი ვარ, ბი, ლესბოსელი თუ ტრანსგენდერი, მე სწორ გზას ვადგავარ. მე გადარჩენისთვის დავიბადე ”.

მალაიზიის მთავრობას ზემოხსენებულ კანონთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვს და მედია საშუალებებს, მისი დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება 16,000 დოლარის ექვივალენტი ჯარიმა დაეკისროთ.

წყარო:http://www.care2.com/causes/civil-rights/blog/lady-gagas-born-this-way-censored-in-malaysia-over-lgbt-content/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან