ტრანსგენდერების უფლებები ყირგიზეთში
12 11 2011

ყირგიზეთში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა აღარ მოითხოვს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული, სქესის ქირურგიული კორექციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას.

ეს კანონი, ყირგიზეთში ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის „Labrys“-ის რვაწლიანი მუშაობის შედეგია.

კანონს ხელი მოაწერა ყირგიზეთის რესპუბლიკის ცამეტმა სამინისტრომ და ახლა ის პრემიერ მინისტრის საწერ მაგიდაზე უცდის საბოლოო ხელმოწერას.

ყირგიზეთის ლგბტ მოსახლეობის მიერ განცდილი დისკრიმინაციის შესახება გაეროში ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენის შემდეგ, ლაბრისმა საერთაშორისო ყურადღება მოიპოვა, რომელიც მან ოფიციალური სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად გამოიყენა. ეს უნიკალური სამუშაო ჯგუფი ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და შედგება ჯანდაცვის სპეციალისტების, ფსიქიატრების, Labrys -ის წარმომადგენლებისა და ტრანსგენდერი თემის წევრებისგან. მათი ამოცანაა განავითარონ იდენტობის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებსა და ღირსებას იცავს.

ყირგიზეთში ჰომოსექსუალური კავშირები ლეგალურია, თუმცა ამ მიზეზით სამსახურისა და ოჯახის დაკარგვა ლგბტ ადამიანებისთვის მაინც აქტუალურად რჩება. პროგრესის მიუხედავად, ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი შემაშფოთებელია. „Labrys“-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოთხი გამოკითხული ლბტ ქალიდან ერთს მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა და გამხდარა ძალდატანებითი ”სამკურნალო” სექსუალური თავდასხმების მსხვერპლი.

2008 წელს, „Human Rights Watch“-მა მოუწოდა ყირგიზეთის მთავრობას შეეწყვიტა ლგბტ ადამიანების წუნააღმდეგ მიმართული რეიდები და ხაზი გაუსვა ლაბრისის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას. ამ ინციდენტის დროს, პოლიციამ ნებართვის გარეშე გაჩხრიკა ორგანიზაციის ოფისი, პირადი დოკუმენტები და მასალები და ხელი შეუშალა საერთაშორისო დონორებთან სადილს. კიდევ ერთი ასეთი რეიდის დროს, პოლიცია ორგანიზაციის თანამშრომლებს გაუპატიურებით დაემუქრა.

წყარო:http://www.care2.com/causes/breakthrough-on-transgender-rights-in-kyrgyzstan.html



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი