დახურული ისლამური სამოსის ტარების აკრძალვა ძალაში შედის
11 04 2011

ორშაბათიდან, ქალები, რომლებიც მთლიანი ისლამური სამოსით გამოჩნდებიან საფრანგეთის ქუჩებში, 150 ევროთი დაჯარიმდებიან. მათ, ასევე, „გადამზადების“ გაკვეთილებზე დასწრება შეიძლება მოუწიოთ. ზემოხსენებულმა კანონმა უკვე გამოიწვია არეულობა, მას შემდეგ, რაც შაბათს, პარიზში მის წინააღმდეგ გამოსული 61 დემონსტრანტი დააკავეს.

კრიტიკოსების აზრით, ზემოხსენებული კანონი მუსლიმების სტიგმატიზებას ახდენს, მაშინ, როცა მისი დამცველები ამტკიცებენ, რომ ჩადრი ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპებს.

კანონის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ იგი რასიზმით არის მოტივირებული და ასევე წარმოადგენს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მცდელობას, ისევ გადმოიბიროს უკიდურესი მემარჯვენე ეროვნული ფრონტის მხარეს გადასული ამომრჩეველი. მათი განცხადებით ნიქაბის მატარებელი მოსახლეობა მეტისმეტად მცირეა მსგავსი კანონის მიღებისათვის. საფრანგეთს ევროპაში ყველაზე დიდი მუსლიმური მოსახლეობა ჰყავს, რომელიც 5 მილიონს უტოლდება, თუმცა გამოთვლების თანახმად, მხოლოდ 5,000 ქალი ატარებს სრულ ნიქაბს.

ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი (ქალი და მამაკაცი), რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას გააგრძელებს, 150 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდება, თუმცა პოლიციის ოფიცრებს არ ექნებათ უფლება ადგილზევე დააძალონ ქალს ჩადრის მოხსნა.

კანონდამრღვევები შეიძლება პოლიციის განყოფილებაშიც წაიყვანონ ვინაობის გადასამოწმებლად. გარდა ჯარიმისა, მათ, ასევე, შეიძლება დაეკისროთ „გადამზადების“ გაკვეთილებზე დასწრება.

თუმცა კანონი უფრო მკაცრ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვებს აიძულებენ სახის დაფარვას და ამით ძალაუფლებას აჭარბებენ. მათ 30,000 ევრომდე ჯარიმა და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდდებათ.

ნიქაბის ტარება არის აკრძალული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა დაშვებულია სახლში, სასტუმრო ოთახებში, პირად სატრანსპორტო საშუალებებსა და სალოცავებში.

ფრანგული პოლიცია შიშობს, რომ კანონის დაცვა გართულდება და იმიგრანტებით დასახლებულ უბნებში შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.

წყარო:http://www.france24.com/en/20110411-france-ban-full-islamic-veil-sarkozy-ump-muslim-law-police-secularism-burqa



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი