იაპონიაში ღია გეი მერიაში აირჩიეს
27 04 2011

კვირას ტოკიოს მერიაში პირველი ღია გეი მამაკაცი იქნა არჩეული.

ტაიგა იშიკავა ტოშიმას ოლქის საბჭოში აირჩიეს და ის ქალაქის ამ ნაწილის ხელმძღვანელი იქნება. იგი 53 კანდიდატს შორის იქნა არჩეული.

ტაიგა პირველი მწერალი იყო, რომელმაც ღიად ისაუბრა საკუთარ ჰომოსექსუალობაზე წიგნში სახელად ”სად არის ჩემი ბოიფრენდი?” . მას მერე იგი ლგბტ ადამიანების მხურვალე დამცველი და აქტივისტია. ტაიგას თქმით იგი შეეცდება ტოშიმა უფრო მეგობრული გახადოს ლგბტ ადამიანებისა და უცხოელებისადმი.

რაც შეეხება ლესბოსელებს, კანაკო ოტსუჯი 2003 წელს ოსაკას საპრეფექტურო ასამბლეაში არიჩიეს. 2007 წელს მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინა პარლამენტში, როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

წყარო: http://perezhilton.com/2011-04-26-japan-elects-first-openly-gay-man



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"