ნობელის ჯილდო ლგბტ სამოქალაქო უფლებებისთვის
27 01 2012

27 იანვარს უგანდელი გეი აქტივისტის, 46 წლის დევიდ კატოს მკვლელობის წლისთავია. კატოს თვეების განმავლობაში ემუქრებოდნენ მემარჯვენეები, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ დღემ ჩვენ რამდენიმე გაკვეთილი უნდა გვასწავლოს.

პირველი: მემარჯვენე რიტორიკა მემარჯვენე ძალადობას იწვევს.

მეორე: „გეი უგლებები“ გლობალური პრობლემაა. სექსუალური უმცირესობები ყველგან რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით თუკი ისინი საშუალო კლასის თეთრკანიან ამერიკელებს არ წარმოადგენენ.

მესამე: ლგბტ თანასწორობა დღევანდელობის ერთ–ერთი გადამწყვეტი სამოქალაქო უფლებათა საკითხია.

ამ სამი მიზეზის გამო, დროა დავფიქრდეთ იმაზე, რომ დადგა ჟამი ნობელის პრემიის კომიტეტმა აღიაროს ლგბტ უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის გლობალური და გადაუდებელი ხასიათი და დააჯილდოვოს ის ადამიანები,რომლებისთვისაც ეს ცხოვრების საქმედ არის ქცეული.

პოტენციურ კანდიდატებად შეგვიძლია ორი აქტივისტი მოვიაზროთ: ფრენკ მუგიშა და კაშა ჟაკლინ ნაგაბესერა, ორი უგანდელი ლგბტ აქტივისტი, რომლებმაც არაერთხელ გარისკეს სიცოცხლე თავისუფლებისა და თანასწორობისათვის ბრძოლაში ერთ–ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ საზოგადოებაში.

წყარო:http://www.religiondispatches.org/archive/sexandgender/5617/a_nobel_prize_for_lgbt_civil_rights



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია