ჰომოფობია აზერბაიჯანში
25 05 2012

ევროვიზიას ბევრი ლგბტ მიმდევარი ჰყავს, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც კონკურსი წელს იმართება, ჰომოფობია ყვავის. აზერბაიჯანში გეების და ლესბოსელები ხშირად საკუთარ იდენტობას მალავენ, რათა ძალადობა აირიდონ თავიდან. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ევროვიზიის გეი გულშემატკივრებს შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, რადგან ქვეყნის მმართველ რეჟიმს სხვებთან პრობლემები არ სურს.

”გეები?” ამბობს ერთი აზერბაიჯანელი კაცი.”მე ისინი მძულს! არცერთს არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე. ჩვენი აზრით, ისინი ადამიანები არ არიან.”

ეს კაცი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, სულელი არ არის. მას საუნივერსიტეტო დიპლომიც აქვს, დემოკრატიაც მოსწონს და ევროპული გნმანათლებლობაც. მაგრამ ის ასევე მუსლიმია. სეკულარული, თანამედროვე მუსლიმი, რომელსაც გეები სძულს.

ჰომოფობია, აზერბაიჯანში გავრცელებული მოვლენაა. აქ ბევრი ადამიანისათვის სიტყვა ”გეი” შეურაცხყოფად გამოიყენება და მთავრობის მხრიდან ის ხშირად ისმის, როგორც ბრალდება რომელიმე ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციისთვის - ადრესატის სექსუალური იდენტობის მიუხედავად.

აქ ჰომოსექსუალებზე თავდასხმებსაც აქვს ხოლმე ადგილი, თუმცა მსხვერპლი იშვიათად აკეთებს განაცხადს პოლიციაში, რადგან კორუმპირებული სამართალდამცავებისა ეშინია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 2000 წელს მოახდინა, და ბევრი გეი და ლესბსელი ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში, მათ საკუთარი იდენტობის მალვა აქტიურად უწევთ. გარდა რამდენიმე ”პლეშკისა” ქალაქის ცენტრში, არ არსებობს ოფიციალური შეხვედრის ადგილები ან ლგბტ ორგანიზაციები. არის რამდენიმე წარმატებული, ღია ჰომოსექსუალიც, თუმცა ლგბტ თემის უდიდესი ნაწილი იმალება.

მწერალმა ალეკპერ ალიევმა 2008 წელს აზერბაიჯანში სკანდალი გამოიწვია რომანით ”არტუში და ზაური”, რომელიც ორი კაცის სასიყვარულო ამბავს აღწერს. მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი სკანდალის ასაგორებლად, მაგრამ ალიევმა ეს არ იკმარა: ზაური აზერბაიჯანელია, ხოლო არტუში სომეხი. აზერბაიჯანი და სომხეთი კი მოსისხლე მტრები არიან, და ერთმანეთს მთიანი ყარაბახის ტერიტორიას ედავებიან. წიგნი იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში აიკრძალა კიდეც.

როდესაც ალიევს ვკითხეთ, რამდენად საშიშია ევროვიზიაზე დასასწრებად ლგბტ ადამიანებისათვის ბაქოში ჩამოსვლა, მან გვიპასუხა, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანელები შემწყნარებლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ავტორიტარულ მთავრობას საერთაშორისო პრობლემები არ ჭირდება.

მწერალს საშიშად მიაჩნია აზერბაიჯანში რელიგიის მზარდი რადიკალიზაციის გამო.

გასულ ოთხშაბათს ირანის ერთ-ერთმა საინფორმაციო არხმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ისლამს შეურაცხყოფს, რადგან ქვეყანაში გეი პრაიდს უშვებს. თუმცა მსგავსი დემონსტრაცია ბაქოში არ ყოფილა და არც ევროვიზიის ფარგლებში დაგეგმილა. სინამდვილეში, თეირანის უკმაყოფილება იმას უკავშირდება, რომ ნავთობით მდიდარმა აზერბაიჯანმა თებერვალში ძვირადღირებული კონტრაქტი დადო ირანის უდიდეს მტერთან, ისრაელთან. კონტრაქტით აზერბაიჯანი ისრაელს უფლებას აძლევს ხელი მიუწვდებოდეს რამდენიმე საჰაერო ბაზაზე, რისი გამოყენებაც ისრაელს პოტენციურად შეუძლია ირანზე თავდასასხმელად.

წყარო:http://www.spiegel.de/international/world/homophobia-rampant-in-eurovision-host-country-azerbaijan-a-835265.html



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება