Facebook ლგბტ თემის ურთიერთობათა თანასწორობას აღიარებს
22 02 2011

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ურთიერთობები, როგორც იქნა აღიარებულ იქნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მიერ. ეს ურთიერთობათა თანასწორობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოებებში.

გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული Facebook-ი გვთავაზობს ორ დამატებით სტატუსს, რომელიც ლგბტ ადამიანებზეა გათვლილი : ”ოჯახურ პარტნიორობაში მყოფი” და ”სამოქალაქო კავშირში მყოფი”.

Facebook-ის მიერ განხორციელებული ეს ცვლილება, ნამდვილად შესანიშნავია და საშუალებას აძლევს ლგბტ ადამიანებს, ამაყად გამოხატონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ოჯახური მდგომარეობის გაცხადების მეშვეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები არ მოიაზრება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ერთსქესიანი ქორწინება არ არის დაკანონებული.

გასულ წელს, რამდენიმე გეი მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ, Facebook-მა გადაწყვიტა რაიმე მოემოქმედებინა და „Gay and Lesbian Alliance Against Defamation“ (GLAAD)-ს შეუერთდა სოციალურ ქსელებში გეების დაცინვისა და ჩაგვრის აღმოფხვრის იმედით. ამის შემდეგ შეიქმნა ”მხარდაჭერის ქსელი” (Network of Support), რომელმაც ლგბტ ახალგაზრდობას უახლოეს მომავალში კარგი სიახლეები აღუთქვა.

Facebook-ის მიერ ოჯახური მდგომარეობის გრაფაში ლგბტ ადამიანების დამატებამ, ასევე, უარყოფითი გამოხმაურებაც ჰპოვა. ”სამოქალაქო კავშირისა” და ”ოჯახური პარტნიორობის” იარლიყები სწორედ ისაა, რის აღმოფხვრასაც ლგბტ თემი დიდი ხანია ცდილობს. მათ სურთ თანასწორუფლებიანობა ქორწინებაში ზემოხსენებული ცნებების გარეშე. სიტყვა ”ქორწინების” ლეგალიზება ლგბტ წყვილებთან მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი მიზანია ”მხარდაჭერის ქსელში” შემავალი ორგანიზაციების კამპანიაში - მათ შორის GLAAD, Human Rights Campaign and Parents, Families and Friends of Lesbians and Gays (PFLAG).

კრიტიკის მიუხედავად, ნამდვილად კარგია, რომ Facebook-მა აღიარა ლგბტ წყვილთა ურთიერთობის სტატუსები.

წყარო:http://www.pointparkglobe.com/opinions/lgbt-recognition-on-facebook-1.2011096



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება