ნასრინ სოთუდეს გათავისუფლების მოთხოვნა
02 10 2010

ნობელის ჯილდოს ლაურეატი, ირანელი იურისტი დოქტორ შირინ ებადი, ასევე ორგანიზაციები: Amnesty International, Human Rights Watch, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანიის წარმომადგენლობა ირანში, იურისტთა საერთაშორისო კომისია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ირანული ლიგა, ადვოკატთა საერთაშორისო კავშირი და საერთაშორისო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ, გმობენ ადვოკატ ნასრინ სოთუდეს დაკავებას ბრალდებისა და სასამართლოს გარეშე და მოითხოვენ მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, ვინაიდან მისი პატიმრობა განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ სხვა ადამიანების დაცვასთან დაკავშირებული მისი საქმიანობით.

მისი დაკავება, ერთ-ერთი უკანასკნელია იმ ზომათა სერიიდან, რომელთა მიზანიცაა შეუზღუდონ ირანელებს - განსაკუთრებით მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილებს - სწორი, კომპეტენტური ლეგალური წარმომადგენლობის ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს გარანტია.

ნასრინ სოთუდე, ორი შვილის დედა, ბევრ მაღალი პროფილის მქონე ადამიანის უფლებათა და პოლიტიკურ აქტივისტს იცავდა, ჟურნალისტ ისა საჰარხიზისა და ჰეშმათოლა თაბარზადის - გაუქმებული ირანის დემოკრატიული ფრონტის ხელმძღვანელის - ჩათვლით. პირველ მათგანს განაჩენი უკვე გამოუტანეს, მეორე კი ნასრინ სოთუდეჰის დაკავების შემდეგ გაასამართლეს. ის აგრეთვე იცავდა სასიკვდილო განაჩენის წინაშე მდგომ არასრულწლოვნებს და რამდენიმე საქმეში შირინ ებადის ადვოკატიც იყო.

ნასრინ სოთუდე 2010 წლის 4 ოქტომბრიდან თეირანში ევინის ციხეში იმყოფება. მას შემდეგ, რაც იგი სასამართლოს მოთხოვნით ადგილზე გამოცხადდა. მას მხოლოდ სამი სატელეფონო ზარის უფლება მისცეს - ორი სახლში და ერთიც ადვოკატთან, მაგრამ ჯერჯერობით არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატს მისი ნახვის უფლება არ მისცემიათ.

წყარო: http://www.iranhumanrights.org/2010/10/release-sotoudeh-statement/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა