გაერომ ამოშალა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ რეზოლუციიდან სექსუალური ორიენტაცია ამოშალა
19 11 2010

უკანონო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციაში მოცემული სიიდან ამოღებულ იქნა გეებისა და ლესბოსელების მოხსენიება.

მოთხოვნა ამის თაობაზე წარადგინეს მაროკომ და მალიმ. მხარდამჭერი ქვეყნების უმეტესობა აფრიკული ან არაბული იყო.

ბევრ ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ხოლო მათ შორის 5 სახელმწიფოში – სიკვდილით ისჯება.

შესწორება ითვალისწინებს ”სექსუალური ორიენტაციის” შეცვლას შემდეგნაირი ფორმულირებით: ”ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული საფუძველი”. ამასთანავე რეზოლუცია მკაფიოდ მოიხსენიებს ადამიანთა სხვა ფართო ჯგუფებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დამცველები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და უსახლკარო ბავშვები.

გაეროს გენერალური ასამბლეის საბჭომ შესწორება დაამტკიცა მიღებული165 ხმით.

შესწორება, რომელიც ეწინააღმდეგება სასამართლოს გარეშე და სხვა სახის უკანონო სასიკვდილო განაჩენსა თუ მკვლელობას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ განიხილება.

ბოლო ათი წლის მანძილზე რეზოლუციაში მოხსენიებული იყო სექსუალური ორიენტაცია.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2010/11/18/un-deletes-gay-reference-from-anti-execution-measures/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია