შეწყვიტეთ ტრანსგენდერობის პათოლოგიზაცია
10 09 2010

23 ოქტომბერს, ”შეაჩერეთ ტრანსგენდერობის პათოლოგიზაცია -2012” კამპანიის ფარგლებში ტრანს მოძრაობა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებას. კამპანიას მხარს უჭერს „International Network for Trans Depathologization“ (ტრანსგენდერობის დეპათოლოგიზაციის საერთაშორისო ქსელი), რომელიც მუშაობს ტრანსგენდერი იდენტობების მიმართ არსებული სტიგმის აღმოსაფხვრელად DSM-სა (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders/ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო ) და CIE-ს (განშრევებული იმუნოელექტროფორეზი) დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოებიდან. მათი ლოზუნგია ”ტრანს იდენტობა ავადმყოფობა არ არის!”

2009 წლის 17 ოქტომბრის კამპანიამ მსოფლიოს 40 ქალაქზე მეტი მოიცვა, რამაც ასახა დეპათოლოგიზაციის საჭიროების დიდი გავლენა, და ხაზი გაუსვა მის გლობალურ მნიშვნელობას ტრანსგენდერი საზოგადოებისთვის. იმედია შემდეგი ღონისძიება აქტივისტთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას მოიზიდავს, სხვადასხვა ქალაქებიდან. 2010 წლის 23 ოქტომბრის კამპანიის მიზნები შემდეგია:

1. TIG-ის (ტრანსი, ინტერსექსი, გენდერ–ქვიერი) ამოღება საერთაშორისო დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოებიდან

2. ოფიციალური დოკუმენტებიდან სქესის მიმითითების ამოღება

3. ინტერსექსუალი ადამიანების ბინარული ნორმალიზაციისთვის მკურნალობის გაუქმება

4. თავისუფალი მისაწვდომობა ჰორმონალური მკურნალობისა და ოპერაციებისადმი (ფსიქიატრიული მეურვეობის გარეშე)

5. ბრძოლა ტრანსფობიის წინააღმდეგ: საგანმანათლებლო ძალისხმევა და ტრანსგენდერი ადამიანების საზოგადოებასა და შრომით პროცესში ჩართვა.

STOP-2012 კამპანია გახდა გლობალური საყრდენი ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებათა დაცვისათვის.

წყარო:

http://ilga.org/ilga/en/article/mBGt6bB1GM



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან