სერბი ქალი ლგბტ მაისურის გამო დაჭრეს
18 10 2011

ქალი, რომელიც შაბათს ბელგრადში ლგბტ მაისურის ტარების გამო დაჭრეს, ოპერაციის მოლოდინში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

www.advocate.com იუწყება, რომ 17 ოქტომბერს, ბელგრადში 24 წლის ა.ზ.–ს უცნობი ახალგაზრდები დაესხნენ თავს. შაბათს საღამოს იგი მეგობრებთან ერთად წვეულებიდან გამოდიოდა, როცა მას სამი ახალგაზრდა მიუახლოვდა. ახალგაზრდებმა მისი მაისური დაინახეს და მის გარკვევას ცდილობდნენ იყო თუ არა ა.ზ. ლესბოსელი. ქალმა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, რის შედეგადაც მოძალადეებმა მას ცემა დაუწყეს. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა დანა ამოიღო და შეეცადა მისთვის მუცლის არეში მიეყენებინა ჭრილობა, თუმცა ქალი მოძალადეებს წინააღმდეგობას უწევდა და ხელით მოახერხა დარტყმის შეჩერება. ა.ზ. საავადმყოფოში დანით მიყენებული ჭრილობითა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევით მიიყვანეს.

ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით, ოთხშაბათს ბელგრადში მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციები იგეგმება.

მთავრობის წარმომადგენლები გმობენ ინციდენტს, მაგრამ, ამავე დროს, არ აღიარებენ, რომ ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.

ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, დეიან რანდიჩმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ზემოხსენებული თავდასხმა ცხადყოფს იმას, რომ სერბეთის მთავრობას არ აქვს სურვილი წინ აღუდგეს სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და ძალადობის გამავრცელებელ ადამიანებს. რანდიჩმა განაცხადა, რომ ძალადობის ამ ფაქტზე პასუხი სწორედ იმ პოლიტიკოსებმა უნდა აგონ, ვინც ბელგრადის პრაიდი გააუქმა.

წყარო:http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/10/17/Serbian_Woman_Stabbed_for_LGBT_Shirt/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი