ილგა-ევროპის ყოველწლიური კონფერენცია ზაგრებში
24 10 2013
24-დან 26 ოქტომბრამდე ილგა-ევროპა მე-17 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს ზაგრებში. ლგბტი პოლიტიკურ დღის წესრიგში კონფერენცია ევროპის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი მოვლენაა. კონფერენციას 290 მონაწილე ესწრება 40 ქვეყნიდან.
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილეა.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ოჯახის მნიშვნელოვნობაა „Family matters! Reaching out to hearts and minds”, ეს თემა განხილულ იქნება სხვადასხვა პანელზე, 30-მდე ვორქშოფსა და თვით-ორგანიზებულ სივრცეებში.
ილგა-ევროპის აღმასრულებელი ბორდის თანა-თავმჯდომარემ, Gabi Calleja-ს განცხადებით:
„1989 წლიდან მოყოლებული, როცა დანია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ერთსქესიანი კავშირები ლეგალურად ცნო, ევროპამ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია ლგბტი ოჯახების ლეგალურად ცნობის საკითხში. 2013 წლის მონაცემებით, 35% ევროპის მოსახლეობისა ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ლეგალურია, 27% მოსახლეობისა კი ისეთ ქვეყნებში სახლობს სადაც ქორწინება ხელმისაწვდომია ნებისმიერი წყვილისთვის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად.
მიუხედავად ამისა, სოციალური სიტუაცია ლეგალურ წინსვლას კვლავ ჩამორჩება. წლევანდელი EU LGBT გამოკითხვის მიხედვით ლგბტ ადამიანთა 66% თავდასხმის შიშით თავს არიდებს საჯარო სივრცეში პარტნიორთან ხელჩაკიდებულ სიარულს.
განვიხილავთ ლეგალურ პროცესსა და სოციალურ მდგომარეობას შორის არსებული განსხვავებების მიზეზებსა და სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება ლეგალური წარმატების მიღწევა და ამავდროულად საზოგადოების გულის მოგება.
ილგა-ევროპის ყოველწლიური კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა ევროპული ლგბტი მოძრაობისთვის მიღწევების, დაბრკოლებებისა და საფრთხეების გასაზიარებლად.“
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციაზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
კონფერენცია ორგანიზებულია ილგა-ევროპის კონფერენციის ზაგრების საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად. კომიტეტი მოიცავს ხორვატიულ ლგბტი ორგანიზაციებს: კონტრას, ისკორაკს და რიშპეტს.
ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება