ლეიდი გაგა ევროპრაიდზე გამოვიდა
11 06 2011
მწვანე პარიკში გამოწყობილმა მომღერალმა, პიანინოს თანხლებით რამდენიმე სიმღერა იმღერა, თუმცა საკუთარი გამოსვლის უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა გეი და ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის დაგმობას. მის მიერ დასახელებულ ქვეყნებს შორის, იყო პოლონეთი, რუსეთი და ლიტვა.
ლედი გაგამ მაყურებელს მოუთხრო, რომ მას ხშირად ეკითხებიან რამდენად გეი არის იგი, მომღერალი კი პასუხობს: ”მე განსხვავებულობის შვილი ვარ.”
მან, ასევე, სიამაყით გაიხსენა თავისი იტალიური წარმომავლობა და ნამდვილი სახელი - სტეფანია ჯოვანა ანჯელინა ჯერმანოტტა.
პრაიდის ორგანიზატორების თქმით, რომი განგებ იქნა არჩეული, ვატიკანთან სიახლოვის გამო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთსქესიან წყვილთა ქორწინებისა და მათ მიერ ბავშვის აყვანისათვის საჭირო კანონმდებლობას.
ფოტო

ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან

"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი