500 ადამიანზე მეტს ელოდებიან დღეს ლიმაში გამართულ მეცხრე ლგბტ პრაიდ პარადზე.
ორგანიზატორების თქმით, ლგბტ უფლებებმა ლიმაში წინა პლანზე გადმოიწია. პერუს ისტორიაში პირველად, ღიად გეი მამაკაცი კენჭს იყრის ლიმას ოლქის მერობისთვის.
ლიმას პრაიდს ორგანიზებას გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი აქტივისტებისგან შემდგარი დაახლოებით 15 ორგანიზაცია უწევს. ისინი გაერთიანებულები არაინ Colectivo del Orgullo - (სიამაყის კოლექტივში) და მათ ლიმას ჰომოსექსუალური მოძრაობა (Movimiento Homosexual de Lima) ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხორხე ჩავეს-რეიესმა (MHL) დაადასტურა, რომ პრაიდში ჩართულია ასევე 30 მხარდამჭერი ორგანიზაცია, მათ შორის ისეთი არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, როგორიცაა Amnesty International და პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა Fuerza Social (სოციალური ძალა) და მწვანეთა პარტია.
ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს