ჰაკერი ომს უცხადებს უგანდას მთავრობას
16 08 2012

ანონიმურმა ჰაკერმა, რომელიც თავის თავს „ჰაკტივისტების“ (hactivist) ჯგუფის წევრად მოიხსენიებს, უგანის მთავრობის კუთვნილი ორი ვებ გვერდი გატეხა, ქვეყანაში სამთავრობო დონეზე ლგბტ უფლებათა დარღვევების გამო.

2003 წელს დაარსებული ამ ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც გასულ სამშაბათს გამოქვეყნდა, გვეუბნება:

„უგანდას პრემიერ მინისტრის ვებ გვერდის დღევანდელი გატეხვა, უგანდას მთავრობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გრძელი სერიიდან ერთ–ერთია. ჩვენ ამჟამად სრულად ვაკონტროლებთ უგანდას პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდს.

ჩვენ არ გავჩუმდებით მაშინ, როცა უგანდელი ლგბტ ადამიანები იჩაგრებიან, ძალადობას განიცდიან და ამ ულმობელი და კორუმპირებული მთავრობის ხელით სიცოცხლეს ესალმებიან. #TheEliteSociety და #Anonymous გააგრძელებენ იერიშის მიტანას უგანდას სამთავრობო ვებ გვერდებსა და კომუნიკაციებზე, სანამ უგანდას მთავრობა არ მოექცევა თანასწორად, პატივისცემითა და ღირსებით ყველა ადამიანს, მათ შორის ლგბტ ადამიანებს, და დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს ლგბტ ადამიანების დაპატიმრებასა და ჩაგვრას.

გატეხილ იქნა როგორც უგანდას პრემიერ მინისტრის, ისე უგანდას იუსტიციისა და კანონისა და წესრიგის სექტორის ვებ გვერდები. ოპერაციის ფარგლებში პრემიერ მინისტრის ვებ გვერდზე, ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული უგანდას პრაიდ მსვლელობიდან ფოტოები გამოაქვეყნეს.

უგანდას მე–9 პარლამენტი ამჟამად მზად არის 2009 წელს შემოტანილი ანტიჰომოსექსუალური კანონპროექტი განიხილოს. საერთაშორისო გამოხმაურებამ დროებით შეაჩერა კანონპროექტის მიღება, მაშინ, როცა მე–8 პარლამენტმა ხელიდან გაუშვა საშუალება დროულად დაემტკიცებინა იგი. ამჟამად, გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლები კვლავაც აპირებენ კანონპროექტის წინ წამოწევას.

წყარო:http://www.care2.com/causes/anonymous-declares-war-on-ugandan-government-over-lgbt-rights.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან