ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ახალი პოლიტიკური პარტია დაარსა, იმედოვნებს, რომ 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლებს მონაწილეობას.
პარტია „Avenir 2012"-ის (”მომავალი 2012”) პრეზიდენტმა, ბრიგიტ გოლდბერგმა, 8 მაისს ინტერვიუში ისაუბრა თავის პარტიაზე, რომელიც ოფიციალურად ორი დღის შემდეგ ამოქმედდა, და ასევე, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის გეგმაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გოლდბერგი თავად ტრანსგენდერია და მისი პარტიაც „Trans-Europe“-დან წარმოიშვა, პარტია არ არის ექსკლუზიურად ტრანსგენდერი ადამიანებისთვის.
გოლდბერგის თქმით, ეს არ არის ტრანსექსუალური პარტია, არამედ პირველი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ტრანსგენდერი ლიდერი ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ „Avenir 2012“ არ აპირებს მთელი ლგბტ საზოგადოების წარმოჩენა მოახდინოს, იგი ხელმძღვანელობს 1793 წლის საფრანგეთის კონსტიტუციაში არსებული პატივისცემის, თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპებით.
გოლდბერგის განცხადებით, პარტია მხარს უჭერს ერთსქესიან ქორწინებასა და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის უფლებას, ასევე, უფრო მეტ სამართლებრივ და სამედიცინო უფლებებს ტრანსგენდერი და ტრანსექსუალი ადამიანებისათვის.
საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარსადგენად ქალბატონმა გოლდბერგმა 500 ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. იგი დარწმუნებულია, რომ ამ სირთულეს ადვილად გადალახავს ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერით და თვლის რომ „Avenir 2012“ კარგ შედეგს მოიპოვებს.
წყარო:http://www.pinknews.co.uk/2011/06/15/french-transgender-woman-hopes-to-run-for-president/