მოჰსენ ეჯაიმ, ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო უწყების პრეს სპიკერმა, დღეს, 2010 წლის 27 სექტემბერს, განაცხადა, რომ საქინეს მისჯილი ჰქონდა ჩაქოლვა ისევე, როგორც ჩამოხრჩობა [რეჟიმის მიერ შეთხზული მკვლელობის ბრალდებით] და რომ სასჯელი მკვლელობისთვის [ ჩამოხრჩობა] უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სასჯელი ”ქორწინებისგარეთ სქესობრივი კავშირისთვის” [ჩაქოლვა].
საჭიროა გავიხსენოთ, რომ ნიუ-იორკში ყოფნისას აჰმადინეჟადმა და მაშააიმ, მისმა ვიცე პრეზიდენტმა, განაცხადეს, რომ საქინეს შემთხვევაში ჩაქოლვის განაჩენი არასოდეს ყოფილა გამოტანილი.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ საბუთები, რომლებიც თაბრიზის სასამართლოში საქინეს საქმეს ეხებოდა. ეს საბუთები ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს სასამართლო პროცესი, რომელზეც საქინეს მკვლელობაში დასდეს ბრალი. საქინეს გადასარჩენად წამოწყებული საერთაშორისო კამპანიის ზეწოლის შედეგად, ირანის რესპუბლიკის სასამართლო უწყების წარმომადგენლებმა მოიპარეს ყველა მნიშვნელოვანი საბუთი ამ საქმიდან [საქინეს ქმრის მკვლელობის შესახებ] იმისთვის, რომ გამოეცხადებინათ, რომ საქინეს ოფიციალურად ედებოდა მკვლელობაში ბრალი.
ყოველთვის, როცა ისინი იმეორებენ საქინეს სასჯელს, ეს ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს მის შვილებს. საჯადმა, კვლავ მიმართა მსოფლიოს დედამისის გადარჩენის თხოვნით.
საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ.
წყარო: