ჰომოფობიურ ეთიოპიაში პირველი ლგბტ ვებსაიტი შეიქმნა
15 12 2010

"მშვიდობის მაძიებელი [Selam]" (ფსევდონიმი), ეთიოპიელი გეი თავშესაფრის მაძიებელი გვაცნობებს მისი ახალი საიტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში მცხოვრებ ეთიოპიელ ლგბტ ადამიანებს ეძღვნება.

ჰომოსექსუალობა ეთიოპიაში კრიმინალიზებულია და საზოგადოებაც ძალიან ჰომოფობიური გახლავთ. Ethiolgbt.com – ზე ნახავთ სიახლეებს, ბლოგს, ეთიოპიელი გეი ადამიანების ისტორიებსა და ფორუმს. საიტმა უკვე მიიღო "კარგი გამოხმაურება ეთიოპიულ/ერითრეული ლგბტ თემისგან".

სელამი ამბობს:

"ჩემი მიზანია მოვიცვა ეთიოპიელი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი თემი სამშობლოში და ასევე დიასპორაში. ამგავრად, მსურს დავეხმარო, ჩამოაყალიბონ შეკრული და ძლიერი თემი. მე მსურს ხმა მივაწვდინო იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან საკუთარი სექსუალობის გამო და ვერავის უზიარებენ ტკივილს.

მე 19 წლის ეთიოპიელი გეი ვარ, რომელიც ახლა ევროპაში ცხოვრობს. მე ვიყენებ Selam-ს (მშვიდობის მაძიებელი) ფსევდონიმად, რადგან სხვებისთვის მე თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორიაში შევდივარ. ეს სტატუსი არ მიყვარს და მე მას არც სხვისადმი გამოვიყენებდი და არც საკუთარი თავისადმი. ჩემი ერთადერთი მიზანი არის მივაღწიო მშვიდობას, ამგვარად მე მშვიდობისმაძიებელი ვარ.

წყარო: http://sdgln.com/news/2010/12/14/ethiopia-first-website-lgbt-people-launches



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"