რატომ ვახდენთ მარტოხელ დედების დემონიზებას, მარტოხელა მამებს კი წამებულებად შევრაცხავთ
06 12 2015
ამის წინათ მეზობელს ვეჭორავებოდი ჩვენს საერთო მეგობარზე, რომელიც ცოლმა მიატოვა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ქმარი მათი 2 და 4 წლის შვილებისთვის ერთადერთ პატრონად დატოვა.
”ყოჩაღ, ამ კაცს", - ვთქვი მე. ”ქალმა მანქანაც კი თან წაიყვანა და ახლა მამას შვილები ბაღში ავტობუსით დაჰყავს, შემდეგ თვითონ სამსახურში მატარებლით მიდის. კალათბურთის თამაშს კვირაში მხოლოდ ერთხელ თუ ახერხებს ხოლმე, შენ კი იცი, როგორ უყვარს თავისი გუნდი.”
მოგვიანებით, ამ დიალოგზე დავფიქრდი.
მიუხედავად იმისა, რომ მეც უმანქანო, საზოადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი მარტოხელა მშობელი ვარ და არც კი შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს როდის მქონდა ყოველკვირეული რეკრეაციული აქტივობის განხორციელების საშუალება, მე მაინც გაოცებული დავრჩი ამ ჩემი მეგობრის მიერ გაცემული მსხვერპლით. შემდეგ ჩემს თავზე გავღიზიანდი ასეთი ტიპობრივი აზრის გაჩენის გამო.
თუ კვლევებს დავუჯერებთ, ჩვენთვის დამახასიათებელია ვიფიქროთ, რომ მარტოხელა მამები გმირულ ქმედებებს ჩადიან, მარტოხელა დედები კი ამ უკანასკნელის საპირისპიროდ იქცევიან.
რას ამბობს კვლევა
”ფემინისტური ოჯახური თერაპიის ჟურნალში” გამოქვეყნებულმა 2012 წლის ორმა სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი ათავსებს მარტოხელა მამებს პედესტალზე მარტოხელა დედების განსაკუთრებული კონტროლის პარალელურად.
პირველ კვლევაში ავტორებმა დაადგინეს, რომ შეხედულებათა უმრავლესობა მარტოხელა მშობლებზე დასაბამს იღებს ცნებიდან იმის შესახებ, რომ მარტოხელა მამებმა თვითონ ითავეს ბავშვების აღზრდა და თვითონ შეეჭიდნენ ამ ყველაფერს მაშინ, როცა მარტოხელა დედები ამას აკეთებენ საჭიროების გამო და არა თავისი ნებით, უფრო ზუსტად კი - შემთხვევითი დაორსულების ან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობის არქონის გამო.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ნეგატიური ხედვები მარტოხელა დედობაზე სათავეს იღებს იმ რწმენისგან, რომლის თანახმადაც მარტოხელა დედა, როგორც პიროვნება, არის დაშავებული და ნატკენი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის რესპონდენტთა მიერ გადმოცემული მარტოხელა დედების აღწერა მოიცავდა რწმენებს იმის შესახებ, რომ მშობელთა ეს ჯგუფი იყო დაუდევარი, უპასუხისმგებლო, ჩამოუყალიბებელი, გადაღლილი, დეპრესიული, ცუდი არჩევანის გაკეთებისადმი მიდრეკილი, უწესო, უიმედო და/ან დაბალი თვითშეფასების მქონე.
მეორე მხრივ, მარტოხელა მამებს აღწერდნენ, როგორც დაბრკოლებებით სავსე სიტუაციაში მყოფ პიროვნებებს, რომლებსაც უნდა ეფიქრათ მარტოხელა მშობლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, როგორებიცაა: ხარჯები ბავშვის გაზრდისთვის, ბავშვთა მზრუნველობის ცენტრის პოვნა და პირადი ურთიერთობების ბავშვის აღზრდასთან შეთავსება. ნახსენები არ იყო არცერთი ის პიროვნული ნაკლოვანება, რომლებითაც მარტოხელა დედებს ახასიათებენ!
მეორე კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა მშობლებზე ორი იდენტური გამოგონილი ისტორიის მოსმენისას კვლევის მონაწილეები დედების მიმართ უფრო კრიტიკულები იყვნენ, ვიდრე - მამების.
მარტოხელა დედები ყველამ დაახასიათა, როგორც ”ნაკლებად დაცული, ნაკლებად იღბლიანი, ნაკლებად პასუხისმგებელი, ნაკლებად დაკმაყოფილებული ცხოვრებით, ნაკლებად მორალური, ნაკლებად პატივსაცემი, ნაკლებად კარგი მშობელი და ნაკლებად ძლიერი ეკონომიკური თვალსაზრისით”, ვიდრე - მარტოხელა მამები.
ნეგატიურ შეხედულებებს მივყავართ რეალურ ცხოვრებისეულ რისკებამდე მარტოხელა დედებისათვის
მსგავსი რწმენების შედეგები არ ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ჩვენ განვადიდებთ მარტოხელა მამებს და ვიწუნებთ მარტოხელა დედებს. ჩვენ უბრალოდ ხშირად ვხედავთ, თუ როგორ იჭერენ მარტოხელა დედებს სამართალდამცავები, როგორ ედებათ მათ ბავშვის საფრთხეში ჩაგდების ბრალი, ან როგორ ერთმევათ მეურვეობის უფლება მათივე "დაუდევარი" დამოკიდებულების გამო.
მხოლოდ გასული რამდენიმე თვის მანძილზე, ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი დედების რიცხვი საკმაოდ მაღალია.
ამის მაგალითი იყო შანეშა ტეილორი, მარტოხელა დედა, რომელსაც დედობის უფლება ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც მან თავისი ორი შვილი, რომელთაგან ერთი ჯერ სიარულს სწავლობდა, მეორე კი 6 თვის იყო, 45 წუთით მარტო დატოვა მანქანაში, სანამ თავად სამსახურის გასაუბრებაზე იყო შესული.
ასევე დებრა ჰარელი, მომუშავე დედა, რომელმაც ღამე ციხეში გაატარა, დაკარგა მეურვეობა თავის ქალიშვილზე 2 კვირით და შესაძლო იყო 10 წლიანი პატიმრობაც კი მიესაჯათ მისთვის, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის თავის 9 წლის ბავშვს მარტო ტოვებდა პარკში სხვა ბავშვებთან სათამაშოდ, სანამ თვითონ რესტორან მაკდონალდ’ს-ში თავის ცვლაში მუშაობდა.
და რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი გახლავთ, როდესაც შტატ ჯორჯიაში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ წლები გაატარა სასჯელის მოხდაში საკუთარი ვაჟის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. ბიჭუნა ნასვამმა მძღოლმა შეიწირა, როდესაც სამი შვილის დედა გაუფრთხილებლად გადავიდა ქუჩაზე ბავშვებთან ერთად, მას შემდეგ, რაც საყიდლების დასრულებისას ავტობუსმა ისინი უახლოესი გადასასვლელიდან ერთი მესამედი მილის მოშორებით ჩამოსვა.
თითოეული ეს შემთხვევა - და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - მოიცავდა ეკონომიკური უპირატესობის არმქონე შავკანიან დედებს, რომლებიც ცდილობდნენ, ეზრუნათ თავიანთ შვილებზე ძალიან შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში.
მაშინ, როცა ამ სიტუაციაში მყოფი ყველა დედა შავკანიანი არ არის (იხილეთ ამ ტიპის ახლადმომხდარი შემთხვევები ფლორიდაში), დისპროპორციულ რაოდენობას მაინც ისინი შეადგენენ. ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ თუ არსებობს ნეგატიური სტერეოტიპები ზოგადად მარტოხელა დედებზე, მითი უწესო შავკანიანი მარტოხელა დედების კეთილდღეობის შესახებ ყველაფერს უფრო სანიმუშოდ ართულებს ფერადკანიანი მარტოხელა დედებისათვის, რომლებიც შედარებით უფრო არასწორი გზით არიან შეფასებულნი, ვიდრე - თეთრკანიანი მარტოხელა დედები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ”გადამკვეთ ჩაგვრას” ვუწოდებთ.
სიღარიბე და უთანასწორობა
რატომ არ ვაწყდებით ისტორიებს სასოწარკვეთილი მარტოხელა მამების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს მსგავს სიტუაციებში აგდებენ?
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოხელა მამებს კანონთან პრობლემები არ ექმნებათ, მაგრამ Google-ის ძიებაში ჩაწერეთ ”მარტოხელა მამების დაუდევარი მოპყრობა ბავშვისადმი”. თქვენ შედეგად იხილავთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამაოგნებელ რაოდენობას და არა სიტუაციებს, რომლებიც მოიცავს მეურვეობის ჩამორთმევას ან კრიმინალურ ბრალდებებს "დაუდევრობისთვის", რაც რთულად განსამარტი რამაა.
როგორც ბევრი ამტკიცებს, როდესაც ბრალდებები წამოყენებულია მსგავს გარემოებებში, რეალური მიზეზი ამ ყველაფრისა არის სიღარიბე. სიღარიბე კი გაცილებით დიდ გავლენას მარტოხელა დედებზე ახდენს.
როგორც 2013 წლის გამოკითხვამ დაადგინა, სიღარიბეში მცხოვრები მარტოხელა დედების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა მამების რიცხვს: მარტოხელა მამების 24% მარტოხელა დედების 43%-ის წინააღმდეგ.
ამასთან განიხილეთ ის ფაქტიც, რომ მარტოხელა მამების რიცხვი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე - მარტოხელა დედებისა (კიდევ ერთმა 2013 წლის კვლევამ დაადგინა, რომ მარტოხელა მშობელთა ოჯახების 76%-ს ქალები უძღვებიან) და ისიც, რომ ისინი, ვინც ოჯახს უდგანან სათავეში, ხშირად ღებულობენ უფასო საშვს, რომელიც არის დაფუძნებული ჩვენს ნიშანდობლივ რწმენაზე მარტოხელა მამების სიმამაცის შესახებ და შედეგად გაცილებით უფრო მეტი დედა აღმოჩნდება ხოლმე წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში, ვიდრე - მამა.
რისი გაკეთება შეგვიძლია
როდესაც საქმე ბავშვის აღზრდას ეხება, ჩვენი უმრავლესობა კვლავ სქესთან დაკავშირებულ რწმენებს ებღაუჭება ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ.
გააზრება იმისა, რომ ეს არის სოციალურად შექმნილი ხედვები და არა ბუნების მიერ დადგენილი სიმართლე, დაგვეხმარება, დავამარცხოთ ის სტიგმა და საფრთხე, რომლის წინაშეც მარტოხელა დედები დგანან და ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ გარემო, რომელშიც უფრო მეტი მამაკაცი იგრძნობს თავს კომპეტენტურად ბავშვთა აღზრდაში და მხარდაჭერილად, როგორც მარტოხელა მამები.
გთავაზობთ სხვა რამდენიმე გზას, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ:
- იბრძოლეთ გენდერული თანასწორობისთვის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ზოგად მოლოდინებში
- როგორც დედებმა, მიეცით მამებს განვითარების საშუალება
- დაადანაშაულეთ სიღატაკე და არა - მარტოხელა დედები
- გაიაზრეთ ცრურწმენები მარტოხელა მშობლების შესახებ
- აღიარე, რომ მეინსტრიმული აზროვნება ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის