ფინელმა მინისტრმა მოსკოვში ცისარტყელა დროშა ააფრიალა
19 08 2013

ფინეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა პაავო არჰინმეკიმ 17 აგვისტოს მოსკოვში ცისარტყელა დროშა ააფრიალა. მინისტრი ამ დროს მაყურებელთა ტრიბუნაზე იჯდა და ქალთა სიმაღლეში ხტომის ფინალურ შეჯიბრს ადევნებდა თვალყურს. მად დროშა ააფრიალა სწორედ მაშინ, როცა შვედი ათლეტი ემა გრინ-ტრეგარო (რომელმაც მანამდე რუსი ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ფრჩხილები შეიღება ცისარტყელას ფერებში) ემზადებოდა ნახტომისთვის. მინისტრ არჰინმეკის განცხადებით, მან რუსეთში მიღებული ჰომოფობიური კანონის საკითხი რუსეთის სპორტის მინისტრთან შეხვედრის დროსაც წამოაყენა. მისი თქმით ლგბტ ადამიანების ჩაგვრა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ფართომასშტაბიან ხარვეზებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული და საჭიროა ისეთი გადაჭრის გზების მოფიქრება, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გააუმჯობესებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რუსეთში მდგომარეობას. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"