კორეაში უმცირესობათა დისკრიმინაცია გრძელდება
10 04 2011

2010 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში კვლავაც გრძელდება უმცირესობების და უცხოელების დისკრიმინაცია.

ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა ანგარიშში მოყვანილი ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ანგარიშის მონაცემები გვამცნობს, რომ გასულ წელს, აღირიცხა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ექვსი ფაქტი.

ანგარიშის თანახმად, ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებს სპეციფიკური კანონები არ არეგულირებს, მსხვერპლისათვის კი არანაირი კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული. ქვეყანაში ლგბტ ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივი დისკრიმინაციაც გრძელდება.

ამასთან ერთად, ზოგიერთი დამკრივრვებლის ინფორმაცით, აივ/შიდსით დაავადებული ადამიანებიც საზოგადოებრივ დისკრიმინაციასა და სოციალურ სტიგმას აწყდებიან.

ქვეყანა დიდი ხნის მანძილზე ტრაბახობდა საკუთარი ეთნიკური ერთგვაროვნებით, მაგრამ გასულ წელს ეთნიკური უმცირესობების წილმა 1.2 მილიონს გადააცილა.

ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ანგარიშში მოყვანილია ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცის მაგალითი, რომელმაც უცხოელი საცოლე მოკლა. ამ ფაქტმა არალეგალურ გაცნობის სააგენტოებს თავს მთავრობის მყისიერი რისხვა დაატეხა.

სიტყვისა და მასმედიის თავისუფლებასთან მიმართებაში ქვეყანამ, საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო.

თუმცა ანგარიშში ისიც არის ხაზგასმული, რომ მთავრობამ ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვები დააწესა და ამასთან ერთად ელექტრონულ ფოსტებსა და ჩათებს აკონტროლებს.

მთავრობამ დაბლოკა აგრესიული, სექსუალური შინაარსისა და აზარტულ თამაშებზე ორიენტირებული ვებ–გვერდები და მოსთხოვა ოპერატორებს საკუთარი საიტები შეეფასებინათ როგორც საზიანო ან არასაზიანო ახალგაზრდებისათვის. ზემოხსენებული მოთხოვნა ტელეკომუნიკაციების იმ კანონებს ეყრდნობა, რომლებიც უკრძალავს ინტერნეტის მიმწოდებელს, ინფორმაცია შესთავაზოს განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებს.

ავტორი: კიმ ტაე–იონგი

წყარო:  http://www.koreatimes.co.kr/www/news/nation/2011/04/117_84929.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება