დამასკოში ლესბოსელი ბლოგერი გაიტაცეს
08 06 2011

აქტივისტებისა და ნათესავების განცხადებით, სირიის დედაქალაქ დამასკოში, შეიარაღებულმა პირებმა ქალი ბლოგერი გაიტაცეს.

ამინა აბდალლა არაფი ორშაბათს დილით დააკავეს, როდესაც ის აბასიდის ავტობუსის გაჩერების მიდამოებში ფეხით მიდიოდა, – აცხადებს მისი ბიძაშვილი – რანია ო. ისმაილი.

ისმაილმა, აბდალას ბლოგზე ”გეი გოგონა დამასკოში” შეტყობინება დატოვა იმის თაობაზე, რომ ამინა დაახლოებით 20 წლის სამმა მამაკაცმა დააკავა და ფაქტის მომსწრე (ამინას თანმხლები მეგობარი) აცხადებს, რომ ისინი შეიარაღებულები იყვნენ.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა ამინას პირზე ხელი ააფარა და იგი Dacia Logan-ის მარკის წითელ მანქანაში შეათრიეს. მანქანას ფანჯარაზე ბასელ ასადის სტიკერი ეკრა, ეს უკანასკნელი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძმა გახლდათ, რომელიც 1994 წელს ავარიაში დაიღუპა.

აბდალა, ღია ლესბოსელია და მას ორმაგი - სირიულ-ამერიკული მოქალაქეობა აქვს.

ისმაილის განცხადებით, ამინას ადგილსამყოფელი უცნობია და ოჯახი ცდილობს მის პოვნას.

მარტში, სირიაში დაწყებული მასობრივი პროტესტების განმავლობაში, აბდალა სულ უფრო მეტად აკრიტიკებდა მთავრობას.

26 აპრილს მან ბლოგზე აღწერა, თუ როგორ მოიგერია მამამისმა ორი უსაფრთხოების აგენტი, რომელიც ამინას დასაპატიმრებლად იყო მოსული. ისინი იმუქრებოდნენ მისი გაუპატიურებით და სალაფისტების შეთქმულებაში მონაწილეობას აბრალებდნენ.

რეჟიმის კრიტიკის იუმორითა და პოეზიით გაზავებით, ამინა აბდალა არაფი ყოველთვის ღიად საუბრობდა ჰომოსექსუალთა მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც არაბულ კულტურაში ტაბუდადებულია.

Facebook-ის რამდენიმე გვერდსა და Twitter-ზე დაიწყო კამპანია, ამინას გათავისუფლების მოთხოვნით.

სირიის მთავრობა ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საპროტესტო აქციების დაწყებამდეც ტერორში ამყოფებდა.

თებერვალში, რამდენიმე ბლოგერი იქნა დაკავებული, მათ შორის 20 წლის გოგონა თალ ალ-მალოუჰი, რომელსაც უცხოური ქვეყნისათვის ჯაშუშობა დაედო ბრალად.

წყარო: http://english.aljazeera.net/news/middleeast/2011/06/2011671229558865.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის