მოსამართლეს, რომელიც 17 მაისის საქმეს იხილავდა, სამოსამართლეო ვადა ამოეწურა
10 05 2016

სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე მარინა ხოლოაშვილს, რომელიც 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას და სხვების საქმეს იხილავდა, სამოსამართლეო ვადა ამოეწურა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მარინა ხოლოაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვის გამო, 2013 წლის 17 მაისის საქმე მოსამართლე გერონტი კახეთელიძის დაეწერა.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 23 ოქტომბერს უდანაშაულოდ სცნო.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სამ მოქალაქესა და ერთ სასულიერო პირს: ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს – პროკურატურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი