რუსი მღვდელი, რომელიც "პუსი რაიოტს" გამოექომაგა, მოკლეს
08 08 2013

რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც დაპატიმრებულ პანკ ჯგუფ “პუსი რაიოტს”გამოექომაგა, მოკლეს. 75 წლის პაველ ადელჰაიმი, მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც პანკ ჯგუფ პუსი რაიოტს ხმამაღლა გამოექომაგა, ფსკოვში, საკუთარ სახლში დანით მოკლეს. პოლიციამ ადელჰაიმის მკვლელობის ბრალდებით დააკავა 27 წლის მამაკაცი, რომელიც მათი თქმით, იცნობდა დაღუპულ სასულიერო პირს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა მსხვერპლს მუცლის არეში დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, დაკავების შემდეგ კი საკუთარ თავსაც მიაყენა ჭრილობა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას დაკითხვის მიზნით სამართალდამცავები ელოდებიან. რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ლევ შოლსბერგი გამოთქვამს ეჭვს იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი ფსიქიკურად დაავადებულია და მკვლელობამდე დაღუპული მღვდლის სახლში ცხოვრობდა. ერთ-ერთ სატელევიზიო არხთან საუბრისას შოლსბერგმა განაცხადა, რომ „ის [ეჭვმიტანილი]მამა პაველმა და მისმა მეუღლე ვერამ შეიფარეს ერთი მოსკოველი ქალის თხოვნით, რომელიც მათი საერთო ნაცნობი იყო. ის სულიერად ავადმყოფი ადამიანია და ალბათ ნაცნობები ვარაუდობდნენ, რომ მამა პაველის სიტყვა მას განკურნავდა“ აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პანკ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები 2012 წელს მოსკოვის ქრისტე მხსნელის კათედრალურ ტაძარში ანტი-პუტინური მუსიკის შესრულების გამო დააკავეს, ადელჰაიმი მათ გამოექომაგა. პაველ ადელჰაიმი საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. ის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობის ცნობილი კრიტიკოსი იყო. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან