თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე მიდთაუნში
13 07 2010

პოლიციის განცხადებით, ტრანსგენდერი ქალს, ფასიანი სექსუალური მომსახურების მიზნით შემდგარი შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა.

დაზარალებული, 30 წლის გერი ლავჯოი, მიდთაუნში პაინ სტრიტზე დილის 6:40-ზე მომხდარი თავდასხმიდან ცოტა ხანში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს თავისა და ყურის არეში მიღებული ჭრილობებით.

ატლანტის პოლიციამ ლავჯოი დაახასიათა, როგორც ტრანსგენდერი. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ანგარიშში მოწმეები ლავჯოის მდედრობითი სქესის ნაცვალსახელით მოიხსენიებენ, ოფიცერი ჰანთლი დაზარალებულის კაცად მოხსენიებას აგრძელებს.

შეტაკება მოხდა, მაშინ, როცა ვინმე აუშერ შონმა ლავჯოის სექსისთვის ფული გადაუხადა. ეჭვმიტანილი ფაინ სტრიტზე გაჩერდა და დაზარალებულს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

წყარო:

http://www.projectqatlanta.com/news_articles/view/Trans_woman_pistol-whipped_shot_at_in_Midtown?gid=5864



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"