ქუვეითში „მორალის“ კამპანია გრძელდება
11 06 2012

ეგრეთ წოდებული „მორალის“ კამპანიის ფარგლებში განხორციელებული რეიდის შედეგად, ქუვეითის პოლიციის მიერ არაუმცირეს 10 მოზარდისა იქნა დაკავებული „სატანური რიტუალების“ ჩატარების ბრალდებით. ქუვეითის ყოველდღიურმა გაზეთმა ალ–რაიმ განაცხადა, რომ მოზარდები ასევე „ჰომოსექსუალობაში იქნენ შემჩნეულები“.ამ კამპანიაში ლგბტ ადამიანები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ, როგორც ერთ–ერთი ყველაზე „ამორალური“ ჯგუფი.

Al-Rai–მ ასევე განაცხადა, რომ სალამიასა და ჰავალის მიდამოებში 20 კაცი და 1 ქალი იყო დაკავებული, „საეჭვო წვეულებების“ მოწყობის ბრალდებით, ხოლო Al-Anba daily–ის განცხადებით დაკავებულთა რაოდენობა სინამდვილეში 27–ია. ეს ადამიანები რამდენიმე „საეჭვო“ ბინაში დააკავეს, სადაც ისინი „ამორალური აქტივობებისთვის“ ხვდებოდნენ ხოლმე. Kuwaiti Times იმასაც დასძენს, რომ ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გასულ კვირას, ამავე კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალური პარკის საპირფარეშოები დაიკეტა, როგორც „ჰომოსექსუალთა ამორალური აქტივობებისათვის“ ხელსაყრელი ადგილი. ორმა „ევროპელმა“ მამაკაცმა, რომელიც თითქოს პოლიციამ ამ „საქმიანობაში“ შენიშნა, გაქცევა მოახერხა. ამ „მიდამოებში სიტუაციის მონიტორინგი“ საგანგებო გამომძიებლებს დაევალათ.

24 აპრილს ქუვეითის პარლამენტის წევრმა, დოქტორ ადელ ალ–დამხიმ, რომელიც ასევე „ქუვეიტის საზოგადოებისათვის უცხო პრაქტიკასთან“ ბრძოლის საპარლამენტო კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ საჭიროა გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრი იმ „ნეგატიური ფენომენების სამკურნალოდ, რომლებიც უცხოა ქუვეითის საზოგადოებისთვის.“ ალ–დამხის აზრით ცენტრის მიზანი იქნება „ქუვეითის ახალგაზრდებს შორის ღირებული ფასეულობების გავრცელება, რადგან ისინი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ; ასევე ბრძოლა ყველაფერ იმსათან, რაც საზოგადოებაში მორალურ ღირებულებებს ემუქრება; და წააქეზოს ახალგაზრდობა ერისათვის მნიშვნელოვან სფეროებში მონაწილეობისკენ.“

წყარო: http://www.pinknews.co.uk/2012/06/10/kuwait-continues-campaign-against-lgbt-people-in-the-name-of-morality/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია