რაზე გვეცინება ფემინისტებს
19 12 2017

* არასრული სია

ქმარმა ცოლი მოკლა.

ცელულიტის სამკურნალო მასაჟი.

მარტინ სკორსეზე ფეხზე დგას და რომან პოლანსკის ოსკარს მხურვალე ტაშით ეგებება. უკან ჰარვი ვაინშტაინიც მოჩანს, პატარა ხელებით და დიდი ღიმილით.

ქატოს დიეტა.

ქართული მარში.

დედაშენი, რომელიც გამუდმებით გეუბნება, რომ გასუქდი.

დონალდ ტრამპი.

სელექციური აბორტები.

ლუის სი ქეი.

ჟურნალი "სარკე."

ვარდისფერი გადასახადი (Pink Tax).

6-ის მერე ჭამა-არჭამის საკითხი.

ქალიშვილობის ინსტიტუტი.

მეგობრები მუშაობისაგან ამოღამებული თვალებით და სწრაფი სესხებით.

კომბოსტოს დიეტა.

მენსტრუალური ტკივილები.

"პრაიმ შოუ."

დასალაგებელი სახლი და გასარეცხი ჭურჭელი.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ოთახში ქალებთან მარტო არ რჩება, პატრიარქს ხვდება.

შახტაში ჩავარდნილი მეშახტეები.

პაპ ტესტი.

ვუდი ალენი.

საუბრები აბორტის აკრძალვაზე.

ქვით თავგაჩეჩქვილი ტრანსგენდერი ქალი.

სიზმრები, რომლებშიც იხრჩობი და ხმას ვერავის აგონებ.

სექსისტი, სექსისტი, სექსისტი მეგობრები.

უბნის კატები სიცივისას.

"მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი."

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.

ქალების სადღეგრძელო.

ქმარმა ცოლი მოკლა.

ბორშის დიეტა.

"ქალები ჯარში რატომ არ მიდიხართ?"

გამხდარი პოლარული დათვი დამდნარ პოლუსზე.

მაია ასათიანი.

ექიმი, რომელიც თავის ტკივილისას ბავშვის გაჩენას გირჩევს.

შენი სამი წლის და, რომელსაც სათამაშო სამზარეულოს მესამე კომპლექტი აჩუქეს.

ბოზი ასმათი "ვეფხისტყაოსნიდან".

კაცის ტვინი და ქალის ადგილი.

ქმარმა ცოლი მოკლა.

ლენა დანემი.

ქალების პატივისცემა.

ქართლის დედა.

ტერმინი "დებილი მუტლები".

გასაპარსი იღლიები.

გაპარსული იღლიები.

ჯონი დეპი.

"დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა."

ბანანის დიეტა.

ყოველწლიური ვიზიტი მამოლოგთან.

ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა და ირმა ინაშვილი.

"ბავშვს არ აპირებთ?"

საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ხარაჩოდან გადმოვარდნილი მუშები.

ემიგრანტი ქალები.

საქართველოს საპატრიარქო.

ქმარმა ცოლი მოკლა.

"ვინ გავიწროვებთ?"



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება