სიყვარული არის ადამიანის უფლება "fiveFilms4freedom"
16 03 2017

ლიოს პირველი გლობალური ონლაინ ლგბტ (LGBT) კინო ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. მაშინ BFI’s Flare Festival-ის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ყველგან და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ნახეს ფილმები და ისინი გაერთიანდნენ იმის სათქმელად, რომ სიყვარული არის ადამიანის უფლება. მილიონობით ადამიანმა 135 ქვეყნიდან გამოთქვა საკუთარი აზრი სოციალურ მედიაში #FiveFilms4Freedom ჰაშთაგის გამოყენებით წელს, BFI’s Flare Festival ფესტივალი ისევ 16 მარტს იწყება და 26 მარტის ჩათვლით ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ სრულიად უფასოდ ნახონ ფესტივალის ხუთი ფილმი www.bfi.org.uk/Flare

 


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან