გენდერულად ნეიტრალური აღზრდის მაგალითი შვედეთიდან
13 11 2012

აგურისფრად შეღებილ საბავშვო ბაღში, რომელიც სტოკჰოლმის ძველ ქალაქში მდებარეობს, მასწავლებლები სქესობრივად დაყოფილ პირის ნაცვალსახელებს გაურბიან და 115 აღსაზრდელს უბრალოდ ”მეგობრებად” იხსენიებენ. აქ მდედრობითი და მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სხვა მიმართვებიც აკრძალულია, და ხშირად ჩანაცვლებულია პირის ნაცვალსახელ “hen”-ის მიერ, რომელიც ხელოვნური და გენდერს მოკლებული სიტყვაა, რომელსაც შვედების უმეტესობა გაურბის, მაგრამ პოპულარულია სხვადასხვა ფემინისტურ და გეი წრეში.

პატარა ბიბლიოთეკაში, სადაც იატაკზე მიმოფენილ ბალიშებზე ბავშვები სხდებიან, ზღაპრის მოსასმენად, ”ფიფქიასა” და ”კონკიას” მსგავსი, მძიმე გენდერული სტერეოტიპებით დახუნძლული ძალიან ცოტა კლასიკური ზღაპარი შეგხვდებათ, სამაგიეროდ, აქ მოისმენთ ბევრ სხვა ამბავს, სადაც მოთხრობილია მარტოხელა მშობლების, ნაშვილები ბავშვებისა და ერთსქესიანი წყვილების ამბები.

გოგონებს აქ არ უბიძგებენ სათამაშო სამზარეულოებით დაკავებას, ხოლო ხის და ლეგოს კუბები არ მიიჩნევა ბიჭების საკუთრებად. როდესაც ბიჭებს რაიმე სტკივათ, მასწავლებლები მათ ზუსტად ისევე და იმდენ ხანსვე ამშვიდებენ, როგორც გოგონებს და ყველას შეუძლია თოჯინებით თამაში.

შვედეთი ალბათ ისევეა ცნობილი თავისი ეგალიტარიანული მენტალიტეტით, როგორც თავისი გუფთებითა და ”იკეას” ავეჯით, მაგრამ ეს სახელმწიფო საბავშვო ბაღი, რომელიც ”ნიკოლაიგორდენის” სახელით არის ცნობილი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამ სახელმწიფოს ძალისხმევისა გენდერული ზღვარი წაშალოს და, თანასწორი შესაძლებლობები ზრუნველყოს ქალებისა და კაცებისთვის.

ეს მოდელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ორი წლის წინ, ამ საბავშვო ბაღის სამმა მასწავლებელმა კიდევ ერთი მსგავსი დაწესებულება გახსნა, რომელსაც უკვე თითქმის 40 მოსწავლე ჰყავს. ეს სკოლა, სახელწოდებით ”ეგალია” , რაც თანასწორობაზე მიუთითებს, განლაგებულია 1960-იან წლებში დაპროექტებულ უბანში, სტოკჰოლმის სამხრეთ ნაწილში.

მასწავლებლების ამ საინტერესო ინიციატივის რეალური ბიძგი, შვედი კანონმდებლებისგან მომდინარეობდა, რომლებმაც 1998 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს სკოლებსა და შორის საბავშვო ბაღებს, უზრუნველყონ თანასწორი შესაძლებლობები, როგორც გოგონების ისე ბიჭებისთვის.

ამ კანონით შთაგონებულებმა, ნიკოლაიგორდენის მასწავლებლებმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს და ერთმანეთის ვიდეოფირზე გადაღება დაიწყეს, რითაც პერსონალის ბავშვებთან ურთიერთობასა და ქცევას აკვირდებოდნენ თამაშისა და ჭამის დროს.

”ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი განსხვავება, იმაში თუ როგორ ვეპყრობოდით გოგონებსა და ბიჭებს”, აცხადებს ლოტა რაიალინი, რომელიც ამ და კიდევს სხვა სამ ცენტრს ხელმძღვანელობს, რომელთა შორისაც ველოსიპედით გადაადგილდება.

ზემოაღნიშნული დაკვირვებისა და შემდგომი დიდი დისკუსიის შედეგად შვიდპუნქტიანი პროგრამა გაჩნდა, რომელიც გამოვლენილი ქცევის შეცვლას ემსახურებოდა. ამასთან ერთად, მხოლოდ ქალებისგან შემდგარ პერსონალს მამაკაცებიც შეემატა. რამდენიმე ხნის წინ ეგალიამ და ნიკოლაიგორდენმა ერთ-ერთი ლგბტ ორგანიზაციის სერტიფიკატი მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ამ ორი საბავშვო ბაღის პერსონალი სენსიტიურია ლგბტ თემის პრობლემებისადმი.

ქალაქ სტოკჰოლმში მყოფი მოდერატულ-კონსერვატიული სამთავრობო კოალიცია სრულად უჭერს მხარს ზემოხსენებულ გენდერულ სახელმწიფო პოლიტიკას. ”მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს, მათი სქესის მიუხედავად, ჰქონდეთ თანასწორი შესაძლებლობები,” განაცხადა ლოტა ედჰოლმმა, მერის მოადგილემ, რომელიც სკოლებზეა პასუხისმგებელი. ”ეს თავისუფლების საკითხია” დასძინა მან.”

წყარო:http://www.nytimes.com/2012/11/14/world/europe/swedish-school-de-emphasizes-gender-lines.html?pagewanted=all&_r=0



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი