ისლამური რესპუბლიკის მორიგი სატელევიზიო შარადა
11 12 2010

საქინე, საჯადი, ჰუთანი და ორი გერმანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს- საქინე მოჰამადი აშთიანისა და მისი შვილის საჯად ყადერზადეს ინტერვიუები კვლავაც გამოჩნდება ამჯერად ინგლისურენოვან არხზე - Press TV. Press TV-ს სურს გაავრცელოს წამებით მიღებული საქინესა და საჯადის აღიარება, რითიც პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო პროტესტს ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ.

დეკემბერში გადაცემული ყალბი ინფორმაცია საქინესა და საჯადის გათავისუფლების შესახებ, სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში და შედეგად საერთაშორისო სოლიდარობა და ეიფორიის გრძნობა გამოიღო. ცხადია, მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ საერთაშორისო პროტესტში მონაწილეობდა, მოუთმენლად ელოდება საქინეს, საჯადის და აგრეთვე გერმანელი ჟურნალისტებისა და საქინეს ადვოკატის გათავისუფლებას.

პატიმრების წამებითა და სატელევიზიო შარადებში მათი ჩათრევით, რეჟიმი ცდილობს დაფაროს საკუთარი დანაშაული და შეამციროს ზეწოლა მის მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევამ იმდენად ცხადყო რეჟიმისა და მისი სასამართლო უწყების კრიმინალური ხასიათი, რომ რეჟიმის ნებისმიერი შემდგომი სვლა მისი კრიმინალური ბუნების კიდევ უფრო გაშიშვლებით მთავრდება. დღეს ის სატელევიზიო შარადები, რომელიც რეჟიმის დამყარების შემდეგ არაერთხელ იქნა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ, საქინესა და საჯადის წინააღმდეგ გამოიყენება. ეს უნდა დაიგმოს.

საერთაშორისო კომიტეტები ჩაქოლვისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გააგრძელებენ კამპანიას საქინეს, საჯადის, ჰუთანისა და გერმანელი ჟურნალისტების გასათავისუფლებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან არ დანებდნენ და კვლავაც დაგვიჭირონ მხარი. ჩაქოლვისა და სიკვდილით დასჯის არაადამიანური პრაქტიკა უნდა დამთავრდეს; რეჟიმი, რომელიც ასეთ შემაძრწუნებელ დანაშაულზეა აგებული ჩამოგდებულ უნდა იქნას. ეს არის ირანელი ხალხისა და მსოფლიოს ირგვლივ უამრავი ადამიანის მოთხოვნა.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ

საერთაშორისო კომიტეტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

მინა აჰადი

minaahadi@aol.com

ტელ: +49 (0) 1775692413

http://stopstonningnow.com

წყარო: http://stopstonningnow.com/wpress/4302



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი