სომხეთის პოლიცია „გეი პროპაგანდის“ აკრძალვას ითხოვს
09 08 2013
სომხეთის პოლიციამ ქვეყანაში „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის“ აკრძალვა მოითხოვა. მათი აზრით სომხეთის ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ კანონში უნდა შევიდეს შესწორებები, რომლებიც სომხეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნა გამოქვეყნებული. შემოთავაზებული შესწორებების მიხედვით, მოქალქეებს, იურიდიულ პირებსა და საჯარო მოხელეებს უნდა დაეკისროთ 4,000 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისათვის.“ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ერთსქესიანი ურთიერთობები, როგორც წესი, სწორედ ამ სიტყვათაშეთანხმებით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა) მოიხსენიება ხოლმე. სომხეთმა, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1990-იანი წლების დასაწყისში მოახდინა, თუმცა მტრული განწყობა ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ადამიანებისადმი საზოგადოებაში მაინც მაღალია. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის