კალიფორნიაში საკითხავ მასალას ლგბტ წიგნები შეემატა
25 03 2013

ახალი ლგბტ მეგობრული სასკოლო კურიკულუმის პირობებში, კალიფორნიის შტატმა რეკომენდებული საკითხავი მასალის ჩამონათვალში ლგბტ წიგნები შეიტანა. პირველად ისტორიაში, განათლების სამინისტრომ 7,800-ზე მეტი რეკომენდებული წიგნების სიაში ჩართო Stonewall -ის ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი წიგნები, რომლებიც ფოკუსირდება ლგბტ თემატიკაზე. ეს სია ემსახურება სტუდენტების მომზადებას კოლეჯისა და ცვალებადი სამყაროსათვის. ახალი რეკომენდებული წიგნები ამიერიდან შეიცავს აქტივობაზე დაფუძნებულ საბავშვო წიგნს გეი აქტივისტის ჰარვი მილქის შესახებ. ხოლო უფროსი სტუდენტებისთვის წიგნებს, როგორიცაა This is J - ტრანსგენდერ მოზარდზე, და Totally Joe - ახალგაზრდა გეის ქამინაუთზე. ასევე სიაში შესულია წიგნი De Donde, რომელიც ხსნის თუ რატომ მიდიან ადამიანების აშშ-ში არალეგალურად. სიის შევსება მოხდა ერთი წლის შემდეგ, რაც სამართლიანი, აკურატული, ინკლუზიური და პატივისცემაზე აგებული განათლების საქმოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც სასკოლო სახელმძღვანელოები უნდა ასახავდეს ლგბტ ადამიანების ”როლსა და წვლილს” კაცობრიობის ისტორიაში. ზოგიერთ კლასში უკვე დაიწყო ამ პროგრამის იმპლემენტაცია, თუმცა ახალი სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასებისთვის 2019 წლამდე შეიძლება ვერ მომზადდეს. წყარო: http://www.worldmag.com/2013/03/california_reading_list_includes_lgbt_books


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება