ჰომოსექსუალებზე თავდასხმა ბელგიაში
22 07 2012

გეი უფლებათა დამცველი ჯგუფები და პოლიტიკოსები გმობენ აღმოსავლეთ ბელგიის ქალაქ აალსტში მდებარე ბარში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ორი ჰომოსექსუალი მამაკაცი მძიმე თავდასხმის მსხვერპლი გახდა. თავდამსხმელები, ორი ძმა, მსხვერპლს ჯერ ხელით, შემდეგ კი სნუკერის ჭოკებითა და სკამებით უსწორდებოდნენ. ინციდენტი ღამის 1:45 საათზე მოხდა, აალსტის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე ბარ Kelly–ში.

თავდასხმის მსხვერპლი ორი კაცია, მათ შორის 35 წლის არის და კრუისჰოტემში ცხოვრობს, ხოლო მეორე 55 წლისაა და აალსტში ცხოვრობს. 35 წლის მსხვერპლი კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს აალსტის საავადმყოფოში, სადაც მას მკურნალობის კურსს უტარებენ.

ხოლო 55 წლის მსხვეროლი საავადმყოფოდან მალე გამოუშვეს. ბარი ასევე დაზიანდა თავდასხმის დროს. პოლიციამ ორივე ეჭვმიტანილი დააკავა.

ფედერალური მთავრობა იმედოვნებს რომ შეძლებს უფრო მკაცრი სასჯელი შემოიღოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისათვის, მათ შორის ჰომოფობიური თავდასხმებისათვის.

თავდასხმისა და ცემისათის რასისტული ან ჰომოფობიური მოტივებით, სასჯელის მაქსიმუმი 5–დან 30 წლამდე გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუკი მსხვერპლი დაიღუპება, დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესჯება.

წყარო: http://www.deredactie.be/cm/vrtnieuws.english/news/120720_Queer_bashers



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება