პაპი ფრანცისკ I : „ვინ ვარ მე, რომ გეები განვსაჯო?“
30 07 2013

რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა გადაწყვიტა, რომ გეების მიმართ, თავის წინამორბედთან შედარებით, უფრო რბილი პოლიტიკა აერჩია. მან განაცხადა: „თუკი ადამიანი გეია, ეძებს უფალს და აქვს ნებისყოფა და სურვილი, ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო იგი?“ მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტ XVI და ფრანცისკ I სრულიად ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ ერთსქესიანი წყვილებისთვის ქორწინება არ უნდა იყოს ნებადართული, ამ უკანასკნელმა ის მაინც შეძლო, რომ თავისი მდიდრულად შემოსილი მკლავები გაეშალა და გეები თავის სამწყსოში შემოეპატიჟებინა. როგორც ჩანს, ის მზად არის აპატიოს მათ და დაივიწყოს მათი ცოდვა. თუმცა შეცდომაში არ შეხვიდეთ, მისი უწმინდესობა სულაც არ ჩქარობს თავისი სამოსელი ცისარტყელას ფერებში გადაღებოს (არადა რა შთამბეჭდავი იქნებოდა, არა?), თუმცა ის ნელ-ნელა ცდილობს ეკლესია ნაკლებად შეუწყნარებელ ადგილად აქციოს. ფრანცისკი ასევე დადებითად გამოეხმაურა „ეკლესიის წიაღში ქალთა თეოლოგიას.“ მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ისეთ „სიგიჟეს“ ჩაიდენს, როგორიცაა ქალების მღვდლებად კურთხევა, ან აბორტის თაობაზე პოზიციის შეცვლა, მაგრამ პაპი ფრანცისკი იმაზე მაინც თანახმაა, რომ „ღვთისმშობელი მარიამი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე იესოს მოციქულები.“ წყარო