ლგბტ აქტივისტები პროპაგანდის კანონპროექტს აპროტესტებენ
19 12 2012
პოლიციამ გეი უფლებათა აქტივისტების მიერ მოწყობილი დემონსტრაცია დაშალა, მას შემდეგ, რაც მათ, ყინვის მიუხედავად ერთმანეთის კოცნა დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ. მონაწილეები აპროტესტებენ „გეი პროპაგანდის“ კანონის ეროვნულ დონეზე გატანას, რასაც დუმაში მალე კენჭი უნდა ეყაროს. სახელმწიფო დუმა ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობისა და პედოფილიის „პროპაგანდისათვის“ არასრულწლოვანთა შორის იანვრიდან დიდი ჯარიმები დაწესდება. მაშინ, როცა ზემოხსენებული კანონპროექტი ნელ-ნელა ეროვნული აღიარებისკენ მიიწევს, ბევრი რუსი უერთდება ლგბტ ადამიანებს მათ პროტესტსა და აღშფოთების გამოხატვაში. საჯარო მოძრაობამ „ჰეტეროსექსუალების ალიანსი ლგბტ ადამიანებთან თანასწორი უფლებებისათვის“ პარლამენტის ქვედა პალატას მიმართა და მოსთხოვა დაებლოკა კანონპროექტი, სანამ მას კენჭისყრაზე გაიტანდნენ. კანონპროექტი დისკრიმინაციას უწევს მოქალაქეთა ჯგუფს და ლახავს მათ ძირეულ უფლებებსა და თავისუფლებებს ისევე, როგორც შეურაცხყოფს მათ ღირსებას, აცხადებენ ალიანსის წევრები. ისინი, ასევე შიშობენ, რომ ეს კანონპროექტი ძალადობის პროვოცირებას მოახდენს, და კიდევ უფრო გააღრმავებს დაყოფას მოქალაქეებს შორის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, „რაც ფაშიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.“ თუმცა მთავარი სადარდებელი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ის გახლავთ, რომ მისი მიღების შედეგად მოზარდ ლგბტ ადამიანებში შეიძლება სუიციდის მაჩვენებელი გაიზარდოს. წყარო: http://rt.com/politics/alliance-heterosexuals-bans-propaganda-364/


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი