გვატემალამ ზომები უნდა მიიღოს ქალების დახოცვის შესაჩერებლად
08 03 2011

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Amnesty International-მა მოუწოდა გვატემალას მთავრობას საჭირო ზომები მიიღოს ქვეყნის მასშტაბით მზარდი რაოდენობის ქალთა მკვლელობების შესაჩერებლად და პასუხისმგებელი პირების სასამართლოს ხელში გადასაცემად.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2010 წლის განმავლობაში, გვატემალაში 685 ქალი იქნა მოკლული. ქვეყანაში 1960-96 წლების შიდა კონფლიკტის შემდეგ დაუსჯელობის კულტურაა. თავად კონფლიქტის მანძილზე, ასი ათასობით ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევა აღირიცხა, რომელთა უმეტესობაც დღემდე გამოუძიებელია.

”ქალები გვატემალაში იმიტომ იხოცებიან, რომ მთავრობას არ შესწევს უნარი ისინი დაიცვას,” – განაცხადა Amnesty International-ის გვატემალას მკვლევარმა – სებასტიან ელგეტამ.

”ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, პოლიტიკური ძალისხმევის უკმარისობა და დაუსჯელობის ისტორია – ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას არ შეუძლია და არ სურს დამნაშავეთა მოძიება, მისთვის ალბათ სულერთია. ბოროტმოქმედებმა თავიდანვე იციან, რომ არ დაისჯებიან. დაუსჯელობისა და ძალადობის ეს კულტურა უნდა დასრულდეს და ქალების უფლებებს პატივი უნდა სცენ და ისინი უნდა დაიცვან. მხოლოდ კანონების მიღება საკმარისი არაა, მთავრობამ უნდა დაიწყოს ამ მკვლელობების ეფექტური გამოძიება, გააუმჯობესოს პოლიციის წვრთნა და უზრუნველყოს სასამართლო უწყების ეფექტურობა,” – დასძინა მან.

გვატემალაში მკვლელობათა 4% -ზე ნაკლებ შემთხვევაში ხდება ბოროტმოქმედების გასამართლება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონგრესმა 2008 წელს მიიღო კანონი, რომლითაც ქალთა წინააღმდეგ დანაშაულებისა და ძალადობის სხვადასხვა ტიპები გამოკვეთა და საგანგებო ტრიბუნალები და გასამართლების სახელმძღვანელოები შეიმუშავა.

მსხვერპლის სქესი ხშირად დანაშაულის მთავარი მოტივია და ნიშანდობლივია ის, თუ როგორ ეხმაურებიან სამართალდამცავი ორგანოები ამ მკვლელობებს და თუ რა სახით ხდება ამ ქალების მოკვლა - ისინი ხშირად ხდებიან გამორჩეული სისასტიკის, მათ შორის გაუპატიურებისა და დასახიჩრების მსხვერპლნი.

გაეროს მიერ გენოციდად აღიარებულმა გვატემალას შიდა შეიარაღებულმა კონფლიკტმა 200,000 ადამიანი იმსხვერპლა.

ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევები, მათ შორის ქალებისკენ მიმართული სექსუალური ძალადობა, რომელიც სახელმწიფო ძალების მიერ იყო ჩადენილი არ იქნა საფუძვლიანად გამოძიებული და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ,. ამან ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატის ჩამოყალიბებას და გვატემალას საზოგადოება კვლავაც ზიანდება საზარელი დანაშაულების მიმართ გამეფებული გულგრილობისგან.

წყარო: http://www.amnesty.org/en/news-and-updates/guatemala-must-act-stop-killing-women-2011-03-07



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის